კორნილოფოსი 50

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | კალიები | კორნილოფოსი

კორნილოფოსი

პირიმიფოს -მეთილი 500 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

40.00

აირჩიე: 10 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო, კალიები

ბრენდი

Koruma Klor Alkali Sanay ve Ticaret A.S, თურქეთი

კორნილოფოსი მაღალეფექტური კონტაქტურ-სისტემური მოქმედების ინსექტიციდიარომლის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს პირიმიფოს-მეთილი 500/. პრეპარატი დაბალტოქსიკურ საშუალებებს მიეკუთვნება და არარეზისტენტობით ხასიათდება. პრეპარატი აქტიურად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დასაცავად (ბუგრების, ჩრჩილის, ხოჭოებისა, მწუწნი და მღრღნელი მავნებლების, ტკიპების წინააღმდეგ) როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში.  

 

მოქმედების მექანიზმი

 

კორნილოფოსი გამოიყენება შემდეგ კულტურებში: კიტრი, პომიდორი, ლობიო, კომბოსტო, მარცვლოვანი კულტურები, ხეხილი. მოქმედი ნივთიერებიდან გამომდინარე პრეპარატს ახასიათებს სამმაგი ეფექტი: კონტაქტურია (პრეპარატი ხვდება მავნებლის კანის საფარველზე), ნაწლავური (საკვებთან ერთად შესაძლებელია, მავნებლის ორგანიზმში მოხვედრა) და ფუმინგატური (პესტიციდის ორთქლის მოხვედრა მწერის სასუნთქ სისტემაში).

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • სწრაფად თრგუნავს მავნებლებს და უშლის ხელს მათ ხელახალ გამრავლებას;
  • აქვს ხანგრძლივი დაცვითი ეფექტი;
  • პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური;
  • კორნილიფოსს არ ახასიათებს რეზისტენტობა (არ იწვევს შეჩვევას);
  • ინერტულ ზედაპირზე ხანგრძლივი მოქმედების უნარი (6-8 თვემდე), რაც საწყობის მავნებლებისგან და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების დასაცავად აუცილებელია;
  • გამოიყენება სასაწყობე შენობებში შენახული მარცვლეულის   მავნებლებისგან დასაცავად;
  • პრეპარატი ეფექტურად მოქმედებს +25 C  და უფრო მაღალ ტემპერატურაზეც;
  • დამუშავებული მარცვალი გამოყენებადია სასურსათოდ და საფურაჟედ;
  • თავსებადია უმეტეს ინსექტიციდებთან, აკარიციდებთან და ფუნგიციდებთან;
  •  ანადგურებს მარაგის მავნებლებს ძნელად მისადგომ ადგილებშიც;

 

გამოყენების რეკომენდაციები:

  • ვაზი (ფოთლიხვევია, ნაყოფჭამია ყურძნის ჭია, ტკიპები) 0.8-1.2-1000 ლიტრ წყალში იხსნება;
  • ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი (ბუგრები, თრიფსები, ფსილა, ფოთლიხვევიები, ნაყოფჭამია, კოკრიჭამია, მენაღმე ჩრჩილები) 1.2-1.5-1000 ლიტრ წყალში;
  • საზამთრო, ნესვი, კომბოსტო (ბაღჩის ბუგრები, ტკიპები, ფრთათეთრა) 0.8-1ლ-1000 ლიტრ წყალში;
  • ხორბალი, ქერი, შვრია (ბუგრები, ბამბის ხვატარი, თრიფსები) 1 ლიტრი 250-300 ლიტრ წყალში,(ანუ 1 ჰექტარზე 1 ლიტრი);
  • ბოსტნეული კულტურები: კიტრი, პომიდორი (ბუგრები, თრიფსები, მენაღმე ჩრჩილები, მავთულა ჭიები - ფრთათეთრა (ღია გრუნტი) 0.5-1 ლიტრი 400-500 ლიტრ წყალში;
  • რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად აცილებელია წამლის ალტერნატიული, სხვა ქიმიური კლასის, ინსექტიციდებით ჩანაცვლება (მაგალითად, როგორიცაა სინთეზური პირეტროიდები); 
  • მიზანშეწონილია დამუშავების დაწყება მაშინ, როცა მავნებლები რაოდენობა აჭარბებს მავნებლობის ეკონომიკურ ზღვარს (რაოდენობიდან გამომდინარე);
  • სამუშაო ხსნარის მოცულობა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მთლიანად დაფაროს კულტურის ფოთლის სრული ზედაპირი;
  • არ შეიძლება პირუტყვის ძოვება პრეპარატით დამუშავებულ ტერიტორიაზე;
  • დამუშავება რეკომენდებულია ჩატარდეს დილით, ან საღმოს +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე;

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
10 ლ 40 ლ

მსგავსი პროდუქცია