მედსი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მედსი

მეტსულფურონ მეთილი 600 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

წყლიან ზეთოვანი ემულსია

ღირებულება

100.00

აირჩიე: 0.250 კგ 1 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

თავთავიანი კულტურები

ბრენდი

Parijat Industries ინდოეთი

სისტემური მოქმედების მაღალეფექტური ჰერბიციდი გამოიყენება საშემოდგომო ხორბლისა და ქერის ნათესებში გავრცელებული ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

მეტსი სისტემური მოქმედებით ხვდება მცენარეში ფოთლებიდან და ფესვებიდან, რის შემდეგაც მოძრაობას აგრძელებს ფლოემსა და ქსილემში. ის აჩერებს სარეველას უჯრედის დაყოფას და მათი ზრდა ჩერდება დამუშავებიდან რამდენიმე საათში, ფოთლების ქლოროზი (გაყვითლება) და ნეკროზი (ხმობა) შეიმჩნება 5-7 დღეში, ხოლო მთლიანი განადგურება ხდება 15-20 დღეში.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • შესხურებიდან 3 საათის შემდეგ მოსული ნალექი მეტსის ეფექტურობაზე არ ახდენს გავლენას;
  • სწრაფად და მთლიანად იხსნება წყალში (არ გააჩნია მტვერი);
  • არ არის ფიტოტოქსიკური კულტურებისათვის;
  • პესტიციდი მოქმედებს სარეველების ფართო სპექტრზე, რომლებიც უძლებენ 2.4 D ამინის მარილებს;
  • თავსებადია ფუნგიციდებთან, ინსექტოაკარიციდებთან, სხვა ჰერბიციდებთან, ან წყალში ხსნად მინერალურ სასუქებთან;
  • მაღალეფექტურია კლიმატური პირობების მიუხედავად;
  • დაბალია ჰერბიციდული დატვირთვა მცენარეზე;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • თავსებადია პესტიციდებთან და მინერალურ სასუქებთან;
  • პრეპარატის მაქსიმალური ეფექტურობა შეინიშნება სარეველების ზრდისა და განვითარების ადრეულ ეტაპებზე;

კულტურა

სარევეა

ლოდინის პერიოდი

ხარჯვის ნორმა კგ/ჰა

ხორბალი, ქერი, შვრია

ერთწლიანი და ორწლიანი ორლებნიანი სარეველები

 

-(1)

 

10

პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;

თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;

პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;

პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;

პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

 

უსაფრთხოება;

პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;

ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;

პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;

არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;

რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;

ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;

შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;

ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;

პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;

პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.

ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;

დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;

სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;

კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;

პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;

როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;

პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

შეფუთვა ფასი
0.250 კგ 100 ლ
1 კგ 214.5 ლ

მსგავსი პროდუქცია