კუპროტანი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

კუპროტანი

სპილენძის ქლორჟნგი 1166.6 (მეტალური სპილენძის მიხედვით 700 გ/ლ)

პრეპარატული ფორმა

სუსპენზია კონცენტრატი

ღირებულება

53.00

აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

Tan Tarim, თურქეთი

კუპროტანი არის სპილენძნაერთი ფუნგიციდი, რომელიც აკონტროლებს დაავადებათა ფართო სპექტრს, რომლებიც ვრცელდება ისეთ კულტურებში, როგორიცაა: ვაზი, ხეხილი, ბოსტნეული და ა.შ. მოქმედებს ისეთ პრობლემურ სოკოვან დაავადეებებზე, როგორიც არის: ჭრაქი, ფიტოპტოროზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, ქეცი, მონოლიოზი, ფოთლის სიხუჭუჭე და ა.შ.

 პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეებზე. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი გამოყენების პერიოდზე. მას თითქმის არ აქვს უარყოფითი გავლენა დაცულ კულტურებზე. როდესაც მცენარეებს ამუშავებენ სპილენძნაერთი ფუნგიციდით, პრეპარატი კარგად ეკვრის ფოთოლს და ფარავს მცენარეს (ასევე მის ნაყოფს) დამცავი ფენით.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • უნივერსალური მოქმედება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
  • მარეგულირებელი ეფექტი აქვს ფოტოსინთეზზე, სუნქვაზე, ნახშირწყლებისა და ცილების ციკლზე;
  • ფუნგიციდი ეფექტურობას ინარჩუნებს მაღალი ტემპერატურისა და გვალვის დროს;
  • საუკეთესო დამკავებლობა მცენარის ზედაპირზე მაღალი ფუნქციების აქტივობის შენარჩუნებით;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • ნორმირებული გამოყენების შემთხვევაში არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ტარაზე მოცემულ ინსტრუქციას და დაიცავით ხარჯვის ნორმები;
  • ფუნგიციდი შეინახეთ სპეციალურად განკუთვნილ, მშრალ და გრილ ადგილას;
  • შეწამვლისას გამოიყენეთ სპეციალური აღჭურვილობა (სპეცტანსაცმელი, რესპირატორი, სათვალე და ხელთათმანები);

კულტურა დაავადება გამოყენების პერიოდი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა ლოდინის პერიოდი
თესლოვანი ხეხილი, ვაშლი ქეცი (Venturia inaequalis), ლაქიანობა (Clasterosporium carpophilum), სიდამპლე (Monilia mali), ბაქტერიული და სოკოვანი ნეკროზები (PSeudomonas, Pyricolaria oryzae) ცისფერი წამლობა, მწვანე კონუსის ფაზაში (კვირტების დაბერვისას, საფოთლე კვირტების გაშლის დასაწყისში)

4-7

 10
თესლოვანი ხეხილი, ვაშლი ქეცი (Venturia inaequalis), ლაქიანობა (Clasterosporium carpophilum), სიდამპლე (Monilia mali), ბაქტერიული და სოკოვანი ნეკროზები (PSeudomonas, Pyricolaria oryzae) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას. 

2-2.5

10
კურკოვანი ხეხილი ბაქტერიული სილაქავე (Bacterial spot), ბაქტერიული ნეკროზი (Bacteria necrosis), ფოთლის სიხუჭუჭე (Leaf curt) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  2-2.5 10
კურკოვანი ხეხილი ბაქტერიული სილაქავე (Bacterial spot), ბაქტერიული ნეკროზი (Bacteria necrosis), ფოთლის სიხუჭუჭე (Leaf curt) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობა. 

4-7

10
ვაზი ვაზის ჭრქი (Mildew), (Plazmopara viticola), ანთრაქნოზი (Gloesporium ampelphagum), ყურზნის შავი სიდამპლე (Guignardia bidwellii) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფეული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  2-2.5 21
პომიდორი (ღია გრუნტი) ფოტოფტოროზი (Late blight), ალტერნარიოზი (Monilia mail) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფეული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  2-2.5 7
კიტრი (ღია გრუნტი) ჭრაქი, პერენოსპოროზი (Pseudoperenospara cubensis) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფეული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  2-2.5 5
კარტოფილი მაკროსპორიოზი, კარტოფილის მურა ლაქიანობა (Early Blight), კარტოფილის ფიტოფტოროზი (Late Blight), ალტერნარიოზი (Alternaria solani) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფეული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  2-2.5 7
თხილი, კაკალი სიდამპლე (Brown rot) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფეული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  3-6 10
ციტრუსი ციტრუსის ფოთლებისა და ღეროების მელანოზი (Melanose), მუნი მღერი (Scab), ანთრაქნოზი (Collelotrichum gloesporioides) შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფეული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  4-7 10
ხახვი - შესხურება მთელი ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით, ძლიერი ატმოსფეული ნალექების შემთხვევაში ექვემდებარება განმეორებით წამლობას.  2-2.5 10

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

მსგავსი პროდუქცია