მთავარი | მინერალური სასუქი | დიამოფოსკა NPK (10-26-26)
აზოტი (N) – 10±1% ფოსფორი (P2O5) - 26±1% კალიუმი (K2O) –26±1%
ღირებულება
ხელმისაწვდომია
დიამოფოსკა NPK 10-26-26 წარმოადგენს სასუქს მაღალი ფოსფორისა და კალიუმის შემცველობით. იგი არის ნიადაგური სასუქი და ხასიათდება არაჰიგროსკოპული მოქმედებით. გამოიყენება როგორც ნიადაგის ძირითადი განოყიერების პროცესში, ისე მცენარის ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდში გამოკვებისთვის. ასევე, შესაძლებელია თესვის პარალელურად მწკრივთაშორისებში გამოყენება.
მოქმედების მექანიზმი:
დიამოფოსკა NPK 10-26-26 გამოიყენება თითქმის ყველა კულტურაში მოსავლიანობის გასაზრდელად და ხარისხის გასაუმჯობესებლად. ნიადაგში მოხვედრილი გრანულები უზრუნველყოფს ერთგვაროვან კვებას მთელი ვეგეტაციის განმავლობაში. მისი თითოეული გრანულა დაბალანსებულად დაერთნაირად შეიცავს აზოტს, ფოსფორსა და კალიუმს მოცემული პროცენტულობით (10-26-26). დიამოფოსკა მჟავიანობის მიხედვით ნეიტრალური სასუქია (pH 7) და გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შეტანა ისეთ ნიადაგებზე, სადაც ნაკლები რაოდენობითაა ფოსფორი და კალიუმი.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
· გამოიყენება ღია და დახურულ გრუნტში;
· გამოირჩევა ფოსფორისა და კალიუმის მაღალი შემცველობით;
· 6 მმ ზომის გრანულები, მოწითალო ვარდისფერი შეფერილობით, გრანულებს არ ეკვრიან ერთმანეთს და მარტივია მისი ნაკვეთზე შეტანა როგორც ხელით, ისე სპეციალური აგრეგატებით.
კვებავს მცენარეს მთელი ვეგეტაციის განმავლობაში.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.
თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.
გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.
| ჯგუფი | კულტურა | გამოტანის მაჩვენებელი |
| I |
შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და კარტოფილის უცხოური ჯიშები. |
455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან |
| II |
ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები, კომბოსტო და სუფრის ჭარხალი. |
I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK |
| III |
პომიდორი, კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, სტაფილო. |
221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია. |
| IV | საზამთრო, ნესვი და სალათი. |
საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე. |
| V | მწვანილი,ბოლოკი |
გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ. |
| შეფუთვა | ფასი |
|---|---|
| 50 კგ | 1.7 ლ |
Facebook
Google

