ქეიტერა მაგნიუმის სულფატი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | მინერალური სასუქი | ქეიტერა მაგნიუმის სულფატი

ქეიტერა მაგნიუმის სულფატი

(MgSO4) 16%, (SO3) 32%, (S) 13%

პრეპარატული ფორმა

ფხვნილი

ღირებულება

₾ 7.00

აირჩიე: 25 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

Unikeytera, თურქეთი

მაგნიუმის სულფატი არის წყალში სრულად ხსნადი მინერალური სასუქი, რომელიც მცენარეს ამარაგებს ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტით — მაგნიუმითა (MgO) – 16% და გოგირდით (SO₃) – 32%.  იგი გამოიყენება  ღია და დახურულ გრუნტში, როგორც ნიადაგზე, ისე ჰიდროპონიკის სისტემაში. ეფექტურია თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში: ბოსტნეულში, ხეხილში, ვაზში და მარცვლეულში.

 

მოქმედების მექანიზმი:
მაგნიუმის სულფატი ერთდროულად არეგულირებს მაგნიუმისა და გოგირდის დეფიციტს, აძლიერებს ფოტოსინთეზს, აუმჯობესებს მცენარის ზრდა-განვითარებას და საბოლოოდ ზრდის მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას. განსაკუთრებით ეფექტურია იმ ნიადაგებზე, სადაც მაგნიუმის ნაკლებობა ან მაღალი მჟავიანობა ფიქსირდება. გოგირდის ტრიოქსიდი (SO₃) სასუქში წარმოადგენს მცენარისთვის ხელმისაწვდომ გოგირდის წყაროს, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია ტუტე ნიადაგებში pH ბალანსის რეგულირებისთვის. 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

·       გამოიყენება ფოლიარული და ნიადაგში მიწოდების გზით;

·       ასტიმულირებს ფოტოსინთეზს;

·       ხელს უწყობს მცენარის ზრდას და ნაყოფების ჩამოყალიბებას.

კულტურა

ნიადაგიდან დამუშავება კგ/1000მ²

ბოსტნეული

15-25

ციტრუსი

0.5-1

ხეხილი

0.5-1

მარწყვი

0.5-1

ბანანი

0.5-1

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.   

თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.  ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.

ჯგუფი კულტურა გამოტანის მაჩვენებელი
I

შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და 

კარტოფილის უცხოური ჯიშები.

455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან
II

ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები, 

კომბოსტო და სუფრის ჭარხალი.

 I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK

III

პომიდორი, კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, სტაფილო.

221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია.

IV საზამთრო, ნესვი და სალათი.

საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე.

V მწვანილი,ბოლოკი

გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ.

შეფუთვა ფასი
25 კგ 7 ლ

მსგავსი პროდუქცია