გერაკლი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

გერაკლი

GERAKL RZ F1 (24-905) PR F-CT TPC

ღირებულება

65.00

აირჩიე: 100 ც 1000 ც
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
ბრენდი

RIJK ZWAAN, ჰოლანდია

პართენოკარპიული ხორკლიანი კიტრი საშუალო ზომის ნაყოფებით, გამონასკვის მაღალი უნარით, რომლის გადარგვაც რეკომენდებულია თებერვლის სინათლის მესამე ფაზაში, ასევე მეორე ბრუნვაში. განკუთვნილია სუბსტრატებზე და გრუნტში მოსაყვანად, მინის და პოლიეთილენის სათბურებში. მედეგია ჩაწოლის მიმართ და აქვს გახანგრძლივებული ნაყოფ-მსხმოიარობა მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, გამოირჩევა პესტიციდებზე შემცირებული დანახარჯებით. ნაყოფებს აქვთ შესანიშნავი გემო და არომატი, მუქი მწვანე ფერით, სიგრძით 16 - 18 სმ (გვერდითა ყლორტებზე 20 სმ-მდე), ხოლო დიამეტრი 3 - 4 სმ. ნაყოფის დაბოლოებაზე გამოკვეთილია მკრთალი ფერის, ყვავილის ფორმის შეფერვა. მკვირი ქერქის წყალობით ნაყოფები კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია. მცენარეს აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, გენერაციული ტიპისაა და ღია ფორმისაა. ძლიერ მედეგია მურა ლაქიანობების მიმართ. საშუალოდ მედეგია კიტრის მოზაიკის ვირუსის, კიტრის ძარღვების გაყვითლების ვირუსის და ნაცრის მიმართ.

უკანასკნელ წლებში, საქართველოში, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით ზრდა სარეალიზაციო ბაზრებს აფართოებს, რადგან ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე მოთხოვნა დიდია ქვეყნის შიგნით და გარეთ. კომპანია ,,აგრონომი" საქართველოს ბაზარს ექსკლუზიურად აწვდის ჰოლანდიური კომპანია ,,რაიკ ცვაანის" (Rijk Zwaan) სათესლე მასალას. რაიკ ცვაანს სელექციის გზით გამოჰყავს ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, ჰიბრიდები და ჯიშები.  

კომპანია ,,რაიკ ცვაანი" მუდმივად აფართოებს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ასორტიმენტს, რადგან ხდება ექსპორტ-იმპორტის ინტენსიფიკაცია, სუპერმარკეტების ქსელების გლობალიზაცია, რაც ადეკვატურ მიწოდებაზე მოთხოვნას ქმნის. სავაჭრო ქსელების აქტიურმა გლობალიზაციამ წამოაყენა მოთხოვნები: ფასის, ხარისხის, გემოს თვისებების, დაავადებების მიმართ მედეგობის, მექანიზებული მოსავლის აღებისთვის ვარგისიანობის და ა.შ. მიმართ. 

ბაზარზე კონკურენცია იზრდება, რასაც ფერმერთა მხრიდან ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მიმართ მოთხოვნების ზრდაც ემატება (მაგალითად მოსავლიანობის გაზრდის ხარჯზე წარმოების ხარჯების შემცირება).

კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო შეიცვალა ეკოსისტემაც, გართულდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენით წარმოება, მაგ: ნიადაგის მარილიანობა, მავნებლების გაზრდილი რაოდენობა, წყლის რესურსების უკმარისობა, დაავადებების მიმართ რეზისტენტობა და სხვა. ეს გარემოებები ,,რაიკ ცვაანის" სელექციონერებისთვის მთავარი გამოწვევაა. 

,,აგრონომი" წარმოგიდგენთ 10 წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად შემუშავებულ სათესლე მასალის ასორტიმენტს. ,,რაიკ ცვაანმა" გააფართოვა პომიდვრის, წიწაკის, კიტრის, ნესვის და სხვა კულტურების არჩევანი. უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენების მნიშვნელობა კვებით ჯაჭვში დიდია, ამიტომ  ,,აგრონომისა და ,,რაიკ ცვაანის" თანამშრომლობის მიზანია ჯანსაღი და ბედნიერი მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა ჩვენი პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე!

უსაფრთხო გამოყენება:

მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებით დამუშავებული სათესლე მასალის უსაფრთხოდ გამოყენების რეკომენდაციები. მდქს–ით დამუშავებული სათესლე მასალის გამოყენებისას აუცილებელია დავიცვათ, როგორც პირადი უსაფრთხოება, ასევე არ მივაყენოთ ზიანი გარემოს. ქვემოთ მოყვანილია ზოგადი რჩევები უსაფრთხოების ზომების შესახებ.

ზოგადი რჩევები

აკრძალულია მდქს-ით დამუშავებული სათესლე მასალის საფურაჟედ, მეორადი გადამუშავებისთვის და სურსათად გამოყენება. მოარიდეთ ბავშვებს და შინაურ ცხოველებს. მდქს-ით დამუშავებულ სათესლე მასალასთან მუშაობისას ყოველთვის გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სპეცტანსაცმელი, დამცავი სათვალე, ხელთათმანები, რესპირატორი და დამცავი ფეხსაცმელები; მოერიდეთ მათ კანზე, ცხვირსა და თვალში მოხვედრას; მოერიდეთ სათესლე მასალის ძირს დაყრას. ძირს დაყრილი თესლი მოაგროვეთ შემოდგომი უტილიზაციისთვის. მდქს-ით დამუშავებული სათესლე მასალა არ ჩაყაროთ საკანალიზაციო სისტემაში, მდინარეებში ან სხვა წყალსაცავებში.

თესვის წინ

არ შეწამლოთ უკვე მდქს-ით დამუშავებული სათესლე დამატებით, სხვა პრეპარატით. შეფუთვის გახსნისას და სათესში ჩაყრისას, მოერიდეთ შეწამლული სათელსე მასალის ამტვერვას არ გადმოატრიალოთ შეფუთვა და არ ჩაყაროთ დარჩენილი მტვერი სათესში თესვის დროს აკრძალულია თესვა ძლიერი ქარის დროს, აკონტროლეთ თესვის რეკომენდებული ნორმა.პნევმატურ-ვაკუუმური სათესის გამოყენებისას, შეწამლული სათესლე მასალის მტვერი მიმართეთ ნიადაგის ზედაპირისკენ ან ნიადაგის სიღრმისკენ, დამატებითი დამხმარე დეფლექტორების საშუალებით.

ფრინველებისა და ძუძუმწოვრების სიკვდილის თავიდან აცილების მიზნით დაიცავით თესვის სიღრმე, აუცილებლობის შემთხვევაში დაფარეთ მიწით. განსაკუთრებით მწკრივების ბოლოს და სათესის მობრუნების ადგილებში თესვის შემდეგ არ დატოვოთ დარჩენილი სათესლე მასალა და შეფუთვა უყურადღებოდ. გაანადგურეთ არსებული რეგულაციების შესაბამისად. დარჩენილი სათესლე მასალა დააბრუნეთ და შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ სათესლე მასალის შეფუთვა სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.

თესვის შემდეგ

დარჩენილი სათესლე მასალა სათესლე მასალა და შეფუთვა უყურადღებოდ არ დატოვოთ. გაანადგურეთ არსებული რეგულაციების შესაბამისად. დარჩენილი სათესლე მასალა დააბრუნეთ და შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ სათესლე მასალის შეფუთვა სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.

შეფუთვა ფასი
100 ც 65 ლ
1000 ც

მსგავსი პროდუქცია