დიდუბის მომსახურების ცენტრი აქტიური სეზონისთვის ემზადება
უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მცენარეთა დაცვის გარეშე შეუძლებელია. ყოველწლიურად მავნებლებისა და დაავადებებისგან მსოფლიო მოსავლის 20-25% იკარგება, ამიტომ დაცვითი ღონისძიებების დროულად წარმართვა მოსავლიანობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. ,,აგრონომი" მცენარეთა დაცვის საშუალებების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც საქართველოს ბაზარს ევროპისა და აზიის კონტინენტზე წარმოებულ პროდუქციას აწვდის. ,,აგრონომის" დიდუბის მომსახურების ცენტრში აქტიური სამეურნეო სეზონისთვის მზადება დაწყებულია. დედაქალაქში მდებარე, რეალიზაციის ცენტრალურ ობიექტში, მომხმარებლებს პესტიციდების, სასუქებისა და ჰოლანდიური სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტი დახვდება.

ათეულობით წლის განმავლობაში, დედაქალაქის მომსახურების ცენტრი ერთგულად ემსახურება მეურნეებს და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების თანამონაწილეა. პროფესიონალი აგრო კონსულტანტები ნებისმიერ კულტურასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გიპასუხებენ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს გასცემენ.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ინდოეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან იმპორტირებული პრეპარატები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს და უხვი მოსავლის მიღებაში გიწყობთ ხელს. პროფესიონალების მითითებების გათვალისწინებით, მცენარეთა დაავადებების პრევენცია შესაძლებელია, რაც მომავალში მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ზამთრის სეზონზე ჩასატარებელი სამუშაოები
ზამთრის სეზონი გეგმიური მოვლის დასაწყებად უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ,,ცისფერი წამლობის’’ დაწყებამდე
იხილეთ ვრცლად
აგრონომი ფერმერულ სეზონს განახლებული ფილიალებით ხვდება
აგრონომი ფერმერულ სეზონს მომსახურების განახლებული ცენტრებით ხვდება
იხილეთ ვრცლად
აგრონომის 2023-2024 წლის კატალოგი უკვე ხელმისაწვდომია
წარმოგიდგენთ ,,აგრონომის" 2023-2024 წლის, უახლეს, კატალოგს, რომლის საშუალებითაც დეტალურად გაეცნობით
იხილეთ ვრცლად
Facebook
Google