მაისი 11, 2022

ეწვიეთ ,,აგრონომის“ ფილიალებს და მიიღეთ საჩუქარი!

აგრონომში გრანდიოზული აქცია დაიწყო!

 შეიძინეთ ჭრაქისა და ნაცრის სამკურნალო ყველაზე ეფექტური პრეპარატები ციმაქსი, ან მუსტანგი და საჩუქრად მიიღეთ, მცენარის ზრდის რეგულატორი, ,,აგრო გიბი“ (ჰიბერელინის მჟავა 45 გ/ლ).

ციმაქსი (მანკოცები 640 გ/კგ + ციმოქსანილ 80 გ/კგ) - კონტაქტურ-სისტემური მოქმედების, კომბინირებული ფუნგიციდია, რომელიც ვაზის, ბოსტნეული კულტურების, კარტოფილისა და სხვა ტექნიკური კულტურების ჭრაქოვანი დაავადებებისგან დასაცავად გამოიყენება. შესხურების ინტერვალი, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 10-12 დღეა.

შეიძინე 3 კგ ციმაქსი და საჩუქრად მიიღე 1ლ აგრო გიბი (ჰიბერელინის მჟავა)

მუსტანგი (ტებუკონაზოლი 430 გ/ლ) – ყველაზე ეფექტურად უმკლავდება ნაცარს. გამოიყენება ვაშლის, მსხლის, ატმის, თხილის, კიტრის (ღია გრუნტი) კულტურებისთვის. მუსტანგი ებრძვის ჟანგას და სეპტორიოზს ხორბლის შემთხვევაში. ხარჯვის ნორმა 1 ლიტრი - 2 ჰექტარზე.

შეიძინე 1 ლ მუსტანგი და საჩუქრად მიიღე 1ლ აგრო გიბი (ჰიბერელინის მჟავა)

 Agro Gibb (ჰიბერელინის მჟავა 45გ/ლ) - ჰიბერელინის მჟავა (GA3) ბუნებრივი ზრდის ჰორმონია, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კულტურაში, ხელს უწყობს თესლის გაღივებას, ნაყოფის ზრდას და მცენარის ხარისხობრივი მონაცემების გაუმჯობესებას. 

სასუფრე ყურძენში ჰიბერელინის მჟავა მტევნის სიგრძის და მარცვლების ზომის გასაზრდელად გამოიყენება, ციტრუსებში, მსხალში იწვევს ნაყოფის ფორმის და ხარისხის გაუმჯობესებას. ჰიბერელინის მჟავა შეუცვლელია მარწყვისთვის, რადგან ამ გზით დიდი ზომის და ლამაზი ფორმის ნაყოფს ვიღებთ.

რატომ უნდა გამოიყენოთ?

ჰიბერელინის მჟავა გამოირჩევა ძალიან დაბალი ხარჯვის ნორმით, ეფექტურია კულტურათა ფართო სპექტრისთვის,ზრდის დაავადებების მიმართ მედეგობას, ხელს უწყობს მცენარის ზრდას, ნაყოფი ადრე მწიფდება და მოსავლიანობა უმჯობესდება.

ეწვიეთ აგრონომის მომსახურების ცენტრებს, ისარგებლეთ აქციით და საჩუქრად მიიღეთ გაორმაგებული უპირატესობები, თქვენი ხარისხიანი მოსავლისთვის!

ფერმერთა წარმატება ,,აგრონომის“ პრიორიტეტია!

 

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გადაცვალე აგრო ბარათზე არსებული ქულები TOP პრეპარატებში

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა იწყება!

იხილეთ ვრცლად
დიდუბის მომსახურების ცენტრი აქტიური სეზონისთვის ემზადება

,,აგრონომი" მცენარეთა დაცვის საშუალებების უმსხვლესი იმპორტიორია, რომელიც საქართველოს

იხილეთ ვრცლად
Tan Tarim- კომპანია, რომელსაც გამოცდილი ფერმერები ენდობიან

200 წელზე მეტია ფუნგიციდები სხვადასხვა კულტურების დასაცავად აქტიურად გამოიყენება. დღესდღეობით, ყველაზე ხშირად

იხილეთ ვრცლად