ჩვენი მისია
თანამედროვე მიდგომების, მსოფლიოში აპრობირებული პრეპარატების და პროფესიონალი აგრო სპეციალისტების საშუალებით დავეხმაროთ მეურნეს უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში.
კომპანიის ღირებულებები
კომპანიის ღირებულებებია: სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება, ფერმერთათვის ინოვაციური ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარება და გრძელვადიანი, ეფექტიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება უწყვეტი წარმატებისთვის.
მომხმარებლები
ჩვენს მომხმარებლებს შორის განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული ფერმერები, მცირე დილერები, სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მსხვილი მწარმოებლები არიან.
კომპანიის უპირატესობები
მცენარეთა დაცვის საშუალებების ფართო ასორტიმენტი და მომსახურების ცენტრების მოხერხებული განლაგება ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უწყვეტი კონტაქტი იქონიონ პროფესიონალ აგრო კონსულტანტებთან და მათი საჭიროებების მიხედვით, ზუსტად განსაზღვრონ ეფექტური პრეპარატების გამოყენების მოცულობა. მაღალი ხარისხის პროდუქციითა და ბაზარზე კონკურენტული საფასო უპირატესობით, კომპანია ,,აგრონომი“ სოფლის მეურნეობის დარგში ინოვატორი კომპანიის სახელითაა ცნობილი.
აგრონომი წარმოგიდგენთ საქართველოში საუკეთესო პროდუქციას
შემოუერთდი აგრონომის გუნდს