კომპანიის შესახებ
2016 წლიდან კომპანია აგრონომი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ლიდერი კომპანიაა. ჩვენ გახლავართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი პესტიციდების, მინერალური სასუქების, ევროპული სათესლე მასალებისა და მცირე აგროტექნიკის მიმართულებით.
დღესდღეობით, 11 მომსახურების ცენტრით, ვამარაგებთ ადგილობრივ ბაზარს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ დამტკიცებული პროდუქციით. ჩვენი შეთავაზება მოიცავს მცენარეთა დაცვის საშუალებას, სათესლე მასალის ფართო არჩევანს, მინერალურ სასუქებსა და ფერმერულ ტექნიკას — როგორც მსხვილი, ისე მცირე მეურნეობებისთვის.
აგრონომი თანამშრომლობს პარტნიორებთან იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, ლიტვადან და ესპანეთიდან. პროდუქცია გადანაწილებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ გაყიდვების არხებზე.
ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებელზე მორგებული პირობები: პროფესიონალურ მომსახურება, კონკურენტული ფასები, მოქნილი გადახდის პირობები და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი ინოვაციური გადაწყვეტებით, ცოდნისა და ტექნოლოგიის სინთეზი წარმატებული მეურნეობისთვის.