მთავარი | ბაღჩეული კულტურები | ნესვის თესლი კალინა RZ F1 / Kalyna RZ F1
Rijk Zwaan - კალინა RZ F1 / Kalyna RZ F1
ბრენდი• ანანასის ტიპის შუა-საადრეო მოსავლის ნესვის ჰიბრიდი, რომელიც გამოირჩევა სასიამოვნო ნესვის არომატით, ფოთლებით გადაფარვის კარგი უნარით და შესანიშნავი ტრანსპორტირების უნარით.
• სავეგეტაციო პერიოდი 65–70 დღეა.
• ნაყოფები ოვალურია, საშუალო და დიდი ზომის, მასით 2.5-დან 4 კგ-მდე, აქვს პატარა სათესლე კამერა და ქერქზე ხშირი, მკვეთრად გამოხატული ბადე.
• რბილობი ნაჯერი მოყვითალო-ნარინჯისფერია, საუკეთესო გემოს თვისებებით, შაქრიანობა 13–14% – ია ბრიქსის შკალით.
• მცენარე მძლავრია.
• შესაძლებელია თესლის პირდაპირი წესით დათესვა.
• რეკომენდებული სიხშირე 6–8 ათასი მც./ჰა-ზე, დიდი ზომის ნაყოფების მისაღებად მცენარეთა რეკომენდებული სიხშირე კი 4–5 ათასი მც./ჰა-ზე.
• გამძლეა ფუზარიოზის და ნაცრის მიმართ.