მთავარი | საწამლი აპარატები | სპრეიერი


დაიცავით უსაფრთხოების ნორმები:
1. სპრეიერის გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები;
2.არ დაშალოთ, შეცვალოთ ან ააწყოთ სპრეიერი ინსტრუქციის გარეშე.
3. სპრეიერის არასწორმა, ან დაუდევრმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება. არასრულწლოვანებს არ მისცეთ ხელსაწყოს გამოყენების საშუალება;
4. არ გამოიყენოთ სპრეიერი თუ ტერიტორიაზე იმყოფებიან ბავშვები, ვიზიტორები, ან ცხოველები;
5. არასოდეს დატოვოთ სპრეიერი სათანადო გასუფთავების გარეშე;
6. სანამ ვინმეს ათხოვებთ აღნიშნულ ხელსაწყოს, დარწმუნდით, რომ მან კარგად იცის გამოყენების ინსტრუქცია;
7. ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას იმოქმედეთ მითითებების შესაბამისად, ატარეთ სპეციალური ტანსაცმელი მთელი სხეულის დასაცავად;
8. არ გამოიყენოთ სპრეიერი აალებად ქიმიკატების შესანახად, ან შესასხურებლად; დაიცავით ყველა რეგულაცია წამლობის ჩატარების პროცესში;
9. არ გამოიყენოთ ხსნად ფხვნილი სათანადო შერევის გარეშე;
10. ყოველთვის მოათავსეთ სპრეიერი ბრტყელ, სწორ ადგილას და დარწმუნდით, რომ იყენებთ საწურს სპრეიერის შევსებისას;
11.სპრეიერი განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების, პესტიციდების, საწმენდი საშუალებების და მრავალი სხვა ხსნარისთვის გამოსაყენებლად;
12. არ გამოიყენოთ კაუსტიკური ან კოროზიული ხსნარებისთვის. მიმართეთ ჩვენს აგროკონსულტანტებს, თუ არ ხართ დარწმუნებული, თავსებადია თუ არა ქიმიკატი სპრეიერთან;