დიდუბის მომსახურების ცენტრი აქტიური სეზონისთვის ემზადება

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

აპრილი 18, 2022

დიდუბის მომსახურების ცენტრი აქტიური სეზონისთვის ემზადება

უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მცენარეთა დაცვის გარეშე შეუძლებელია. ყოველწლიურად მავნებლებისა და დაავადებებისგან მსოფლიო მოსავლის 20-25% იკარგება, ამიტომ დაცვითი ღონისძიებების დროულად წარმართვა მოსავლიანობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. ,,აგრონომი" მცენარეთა დაცვის საშუალებების უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც საქართველოს ბაზარს ევროპისა და აზიის კონტინენტზე წარმოებულ პროდუქციას აწვდის. ,,აგრონომის" დიდუბის მომსახურების ცენტრში აქტიური სამეურნეო სეზონისთვის მზადება დაწყებულია. დედაქალაქში მდებარე, რეალიზაციის ცენტრალურ ობიექტში, მომხმარებლებს პესტიციდების, სასუქებისა და ჰოლანდიური სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტი დახვდება.

ათეულობით წლის განმავლობაში, დედაქალაქის მომსახურების ცენტრი ერთგულად ემსახურება მეურნეებს და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების თანამონაწილეა. პროფესიონალი აგრო კონსულტანტები ნებისმიერ კულტურასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გიპასუხებენ და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს გასცემენ.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ინდოეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან იმპორტირებული პრეპარატები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს და უხვი მოსავლის მიღებაში გიწყობთ ხელსპროფესიონალების მითითებების გათვალისწინებით, მცენარეთა დაავადებების პრევენცია შესაძლებელია, რაც მომავალში მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ

,,აგრონომის" მიზანი მომხმარებლისთვის სასარგებლო, ეფექტური და დროული მომსახურების გაწევაა, შესაბამისად, პროფესიონალთა გუნდი აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, დილერებთან და საცალო მომხმარებლებთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად. თუ მცენარის ფიზიოლოგიური მდგომარეობის, კლიმატური პირობებისა და კულტურის განვითარების ფენოფაზის გათვალისწინებით მაღალეფექტური პრეპარატების შერჩევა გსურთ, ,,აგრონომის“ მომსახურების ცენტრებს უნდა ეწვიოთ.

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ლაგოდეხის მომსახურების ცენტრს

21-ე საუკუნეში სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო კულტურების

იხილეთ ვრცლად
PhosAgro- მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია სასუქების წარმოებაში

PhosAgro ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ფოსფატზე დაფუძნებული სასუქების ერთ-ერთი

იხილეთ ვრცლად
,,ლიბერთი ბანკი " და ,,კრედო ბანკი" ფერმერთა წარმატებისთვის

დღესდღეობით, ,,აგრონომის" მომსახურების ცენტრებში მნიშვნელოვანი სიახლეა. კომპანიის მიერ, ევროპისა და აზიის

იხილეთ ვრცლად