რატომ გახდა RIJK ZWAAN ლიდერი სათესლე მასალის წარმოებაში?

უკანასკნელ წლებში, საქართველოში, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მიმართულებით ზრდა სარეალიზაციო ბაზრებს აფართოებს, რადგან ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე მოთხოვნა დიდია ქვეყნის შიგნით და გარეთ. კომპანია ,,აგრონომი" საქართველოს ბაზარს ექსკლუზიურად აწვდის ჰოლანდიური კომპანია ,,რაიკ ცვაანის" (Rijk Zwaan) სათესლე მასალას. რაიკ ცვაანს სელექციის გზით გამოჰყავს ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების, ჰიბრიდები და ჯიშები.
კომპანია ,,რაიკ ცვაანი" მუდმივად აფართოებს ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ასორტიმენტს, რადგან ხდება ექსპორტ-იმპორტის ინტენსიფიკაცია, სუპერმარკეტების ქსელების გლობალიზაცია, რაც ადეკვატურ მიწოდებაზე მოთხოვნას ქმნის. სავაჭრო ქსელების აქტიურმა გლობალიზაციამ წამოაყენა მოთხოვნები: ფასის, ხარისხის, გემოს თვისებების, დაავადებების მიმართ მედეგობის, მექანიზებული მოსავლის აღებისთვის ვარგისიანობის და ა.შ. მიმართ.
ბაზარზე კონკურენცია იზრდება, რასაც ფერმერთა მხრიდან ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მიმართ მოთხოვნების ზრდაც ემატება (მაგალითად მოსავლიანობის გაზრდის ხარჯზე წარმოების ხარჯების შემცირება).
კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო შეიცვალა ეკოსისტემაც, გართულდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენით წარმოება, მაგ: ნიადაგის მარილიანობა, მავნებლების გაზრდილი რაოდენობა, წყლის რესურსების უკმარისობა, დაავადებების მიმართ რეზისტენტობა და სხვა. ეს გარემოებები ,,რაიკ ცვაანის" სელექციონერებისთვის მთავარი გამოწვევაა.
,,აგრონომი" წარმოგიდგენთ 10 წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად შემუშავებულ სათესლე მასალის ასორტიმენტს. ,,რაიკ ცვაანმა" გააფართოვა პომიდვრის, წიწაკის, კიტრის, ნესვის და სხვა კულტურების არჩევანი. უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენების მნიშვნელობა კვებით ჯაჭვში დიდია, ამიტომ ,,აგრონომისა და ,,რაიკ ცვაანის" თანამშრომლობის მიზანია ჯანსაღი და ბედნიერი მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა ჩვენი პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ზამთრის სეზონი გეგმიური მოვლის დასაწყებად უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ,,ცისფერი წამლობის’’ დაწყებამდე
იხილეთ ვრცლად
აგრონომი ფერმერულ სეზონს მომსახურების განახლებული ცენტრებით ხვდება
იხილეთ ვრცლად
წარმოგიდგენთ ,,აგრონომის" 2023-2024 წლის, უახლეს, კატალოგს, რომლის საშუალებითაც დეტალურად გაეცნობით
იხილეთ ვრცლად