მარკეტერი ჩვენზე - პირველი სარეკლამო ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა

,,აგრონომი”, საქართველოს ბაზარზე, მცენარეთა დაცვის საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, რომელიც 2008 წლიდან ფერმერთა საქმიანობას აქტიურად უწყობს ხელს. კომპანია მსოფლიოს 40-ზე მეტ ლიდერ მწარმოებელთან თანამშრომლობს და ადგილობრივ ბაზარს პესტიციდების, მინერალური სასუქების, ჰოლანდიური სათესლე მასალისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.
,,აგრონომის“ სარეკლამო ვიდეორგოლი კომპანიის მთავარ ღირებულებებსა და კორპორაციულ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს – დაეხმაროს მეურნეს, რათა მის ცხოვრებაში წარმატებამ არ დააყოვნოს, დროულად აღმოაჩინოს გამოცდილი კომპანია, რომლის საშუალებითაც სოფლის მეურნეობაში არსებულ რთულ გამოწვევებთან გამკლავება მარტივდება.
„ცოდნა, გამოცდილება და ერთმანეთის გვერდში დგომის სურვილია ის, რაც ყველანაირ სირთულეს გადაგვალახვინებს“.
იხილეთ სტატია ბმულზე: https://www.marketer.ge/agronomi-izrune-siyvarulit/

ზამთრის სეზონი გეგმიური მოვლის დასაწყებად უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ,,ცისფერი წამლობის’’ დაწყებამდე
იხილეთ ვრცლად
აგრონომი ფერმერულ სეზონს მომსახურების განახლებული ცენტრებით ხვდება
იხილეთ ვრცლად
წარმოგიდგენთ ,,აგრონომის" 2023-2024 წლის, უახლეს, კატალოგს, რომლის საშუალებითაც დეტალურად გაეცნობით
იხილეთ ვრცლად