საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს.
აგრონომიისა და სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით ყველაზე წარმატებული კონკურსანტები კომპანიამ აგრონომი •Agronom დააჯილდოვა. ამასთან, კომპანიის ინიციატივით დაწესებულ კატეგორიაში, ,,მცენარეთა ქიმიური დაცვა“, გამარჯვებულმა კონკურსანტმა სპეციალური პრიზი მიიღო. თანამშრომლობის მიზანი აგროსექტორში არსებული პროფესიებით დაინტერესებულთა წახალისებაა, რომელთაც აგრონომში კარიერული განვითარების შანსი მიეცემათ.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით იმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“ (ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
აგროოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა, ხოლო საკონკურსო მიმართულებები - აგრონომიას, ვეტერინარიას, ღვინის ტექნოლოგიას, სასურსათო ტექნოლოგიას, მექანიზაციას, სატყეო საქმესა და მოსწავლეებისთვის, გაერთიანებულ საკითხებს (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი კონკურსია. იგი მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციწელს, აგროოლიმპიადა 2022-ში, 964 კონკურსანტი მონაწილეობდა და კატეგორიების შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაში, 38 გამარჯვებული გამოვლინდა.