აგრონომის გუნდის ვიზიტი უნგრეთში, ,,რაიკ ცვაანის" სასელექციო სადგურზე

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

სექტემბერი 28, 2022

აგრონომის გუნდის ვიზიტი უნგრეთში, ,,რაიკ ცვაანის" სასელექციო სადგურზე

აგრონომის გუნდი უნგრეთში, ჰოლანდიური კომპანია ,,რაიკ ცვაანის" (Rijk Zwaan) საცდელ- სასელექციო, სადემონსტრაციო სადგურზე იმყოფება.
🔰რაიკ ცვაანს სელექციის გზით გამოჰყავს ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვანი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჰიბრიდები და ჯიშები. კომპანიის საქმიანობის მიზანია დედამიწის მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ჯანსაღი, ქორფა და უვნებელი ბოსტნეულის მიმართ.
✅,,აგრონომი“ საქართველოს ბაზარს ექსკლუზიურად აწვდის ,,რაიკ ცვაანის" (Rijk Zwaan) სელექციის გზით გამოყვანილ, ღია და დახურულ გრუნტში მოსაყვან, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჰიბრიდების და ჯიშების სათესლე მასალას.
👉ჩვენი სპეციალისტები უნგრეთში კომპანიის კოოპერატივს ეწვივნენ, სადაც რაიკ ცვაანი ფერმერებს მიღებული მოსავლის რეალიზაციის საშუალებას აძლევს. ამ გაერთიანებას ევროკავშირი აფინანსებს, რათა ყველა რეგულაციის დაცვით მიღებული, უმაღლესი სტანდარტების პროდუქცია (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის) ისეთ მაღაზიათა ქსელებში შევიდეს, როგორიცაა: ტესკო (Tesco), სპარი (Spar), ლიდლი (Lidl) და სხვა.
🫑ვიზიტის მიზანი კონკრეტული ჰიბრიდების კულტივაციის, მოვლა-მოყვანისა და რეალიზაციის სრული ციკლის გაცნობაა. ასევე რაიკ ცვაანის დსთ-ს ქვეყნების დისტრიბუტორებისა და კომპანიის ტოპ მენეჯერების შეხვედრა სამომავლო მიზნების და საერთაშორისო ბაზრების პოტენციალის განსახილველად.
🤝რაიკ ცვაანის წარმომადგენლებმა ახალი ჰიბრიდების მოვლა-მოყვანის სპეციფიკა და პოტენციალი ცალკეული ქვეყნების მიხედვით გაგვიზიარეს.
  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
ზამთრის სეზონზე ჩასატარებელი სამუშაოები

ზამთრის სეზონი გეგმიური მოვლის დასაწყებად უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ,,ცისფერი წამლობის’’ დაწყებამდე

იხილეთ ვრცლად
აგრონომი ფერმერულ სეზონს განახლებული ფილიალებით ხვდება

აგრონომი ფერმერულ სეზონს მომსახურების განახლებული ცენტრებით ხვდება

იხილეთ ვრცლად
აგრონომის 2023-2024 წლის კატალოგი უკვე ხელმისაწვდომია

წარმოგიდგენთ ,,აგრონომის" 2023-2024 წლის, უახლეს, კატალოგს, რომლის საშუალებითაც დეტალურად გაეცნობით

იხილეთ ვრცლად