
ტებუკონაზოლი 430 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულება
მუსტანგი ფართოდ გამოიყენება ვაზში, ხეხილში, ბოსტნეულში და მარცვლოვან კულტურებში ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მას ასევე იყენებენ თესლის დასამუშავებლად ისეთ კულტურებში, როგორიცაა ხორბლი, ქერი და შვრია დაავადებათა (მტვრიანა და მაგარი გუდაფშუტა, ნაცარი, ჰელმინთოსპოროზი, სეპტორიოზი და ფესვის ფუზარიოზული სიდამპლე) კომპლექსის წინააღმდეგ.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ტებუკონაზოლი მიეკუთვნება ტრიაზოლინის ჯგუფის, რომელიც წამყვანი ქიმიური კლასია მსოფლიოში, იგი გვთავაზობს ეფექტურ და საიმედო დაცვას, მრავალ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში. მისი გამოყენება უზრუნველყოფს დაცვის ხანგრძლივ ფუნგიციდურ ეფექტს.
ტებუკონაზოლში შემავალი დემეთილაზას ინჰიბიტორები(DMI) აღწევს სოკოს უჯრედის კედლის სტრუქტურამდე, ხელს უშლის უჯრედულ მემბრანის წარმოქმნას, არღვევს მეტაბოლური პროცესების წარმოქმნას, რაც იწვევს სოკოს რეპროდუქციის შეფერხებას და შემდგომ მისი გავრცელების აღმოფხვრას.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
ხასიათდება პროფილაქტიკური, სამკურნალო და დამცავი მოქმედებით;
აქვს ზრდის მარეგულირებელი ეფექტი;
აჩერებს დაავადების განვითარებას, დაავადების ადრეულ ეტაპებზე;
მისი გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან;
აუმჯობესებს მცენარეების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და ხელს უშლის მათ ნაადრევ დაბერებას;
დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი;
მცენარეში მაღალი შეღწევადობა- შესხურებიდან რამდენიმე საათში;
დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი მთელი ვეგეტაციის განმავლობაში;
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი |
0,3-0,4 |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
ვაშლი, მსხალი |
0,3-0,4 |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
ატამი |
0,3-0,4 |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
თხილი |
0,3-0,4 |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
კიტრი |
0,3-0,4 |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
ხორბალი |
0,3-0,4 |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
0,3-0,4 |
ნაცარი, სხვადასხვა ლაქიანობები, ფუზარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
|
ვარდი |
0,3-0,4 |
ნაცარი, ფოთლის ლაქიანობები |
ვეგეტაციის პერიოდი |
-(2-3) |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 ლ | 60 ლ |
0.250 ლ | 80 ლ |
0.05 ლ | 140 ლ |