მთავარი | მინერალური სასუქი | ამინოლუქ 24
24% თავისუფალი ამინომჟავების მასა+ 7.5%, ჯამური აზოტი + 2.1%, ამიაკის აზოტი +5.4%, ორგანული აზოტის მასა
პრეპარატული ფორმა ღირებულებაამინოლუქ 24 არის ამინომჟავების დაბალანსებული ნარევი, რომელიც მცენარეების მიერ შეიწოვება და გამოიყენება ფოტოსინთეზური პროცესებისგან დამოუკიდებლად. ის მოქმედებს, როგორც ზრდისა და განვითარების დამაჩქარებელი საშუალება, ასევე ხელს უწყობს დაზიანებული კულტურის აღდგენას (ცივი და ცხელი დინება, წყლის დაბინძურება, მავნებლებით ან დაავადებით დაზიანება და სხვა). პრეპარატის მოქმედი ნივთიერებებია:
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- ამინოლუქ 24 გამოიყენება კულტურათა ფართო სპექტრისთვის (ბოსტნეულის, მარცვლეულის, ვაზის, ხეხილის, ციტრუსის, ზეთისხილის, დეკორატიული მცენარეებისთვის);
- აღადგენს დაზიანებულ კულტურებს;
- აჩქარებს კულტურათა ზრდისა და განვითარების პროცესს;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- ამინოლუქ 24 შეიძლება გამოიყენოთ როგორც ფერტიგაციის (ფოთლოვანი გამოკვება), ასევე ფესვთა სისტემიდან შეტანის გზით. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მცენარეთა განვითარების კრიტიკულ მომენტებში: გადარგვის შემდგომ, ზრდის, ყვავილობის წინა და ბოლო პერიოდებში;
- მუშაობის პროცესში აკრძალულია საკვებისა და სასმლის მიღება, სიგარეტის მოწევა;
- ფოთლოვანი გამოყენებისას მოერიდეთ წამლობის ჩატარებას მაღალ ტემპერატურაზე და მზის ძლიერი მოქმედების დროს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ფოთლების კიდეებზე;
- ხეხილისა და ვაზის შემთხვევაში არ გამოიყენოთ სიმწიფის, ან ფერის შეცვლის დროს;
- თავიდან აიცილეთ ზეთებთან, გოგირდთან, კაპტანთან და სპილენძთან შერევა;
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.
თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.
გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.
ჯგუფი | კულტურა | გამოტანის მაჩვენებელი |
I |
შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და კარტოფილის უცხოური ჯიშები. |
455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან |
II |
ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები, კომბოსტო და სუფრის ჭარხალი. |
I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK |
III |
პომიდორი, კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, სტაფილო. |
221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია. |
IV | საზამთრო, ნესვი და სალათი. |
საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე. |
V | მწვანილი,ბოლოკი |
გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ. |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 ლ | 25 ლ |