მთავარი | მინერალური სასუქი | კრისტაფიდ Calcio
აზოტი (N) - 15.5%, კალციუმი (Cao) - 27±1%
პრეპარატული ფორმა ბრენდიკრისტაფიდ Calcio მინერალური სასუქი, რომელიც გამოიყენება ვაზის, ხეხილის, ბოსტნეულის (ღია გრუნტი და სათბური), ყვავილებისა და დეკორატიული მცენარეებისთვის. სასუქი გამოიყენება ფოთლოვანი გამოკვების გზით, ფერტიგაციისას მისი კონცენტრაცია სარწყავ წყალში არ უნდა აღემატებოდეს 0.3-0.8 გ/ლ-ს.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
- კრისტაფიდ Calcio გამოიყენება კულტურათა ფართო სპექტრისთვის;
- აღანდეგნს კულტურათა სიცოცხლისუნარიანობას;
- ხელს უწყობსს კულტურათა ზრდა - განვითარებას;
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- კრისტაფიდ Calcio ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, გრილ, კარგად ვენტილირებად ადგილას, საკვები პროდუქტებისგან მოშორებით, მოარიდეთ ცეცხლის წყაროებს, პირდაპირ მზის სხივებს;
- არ შეინახოთ ძლიერ დამჟანგავ აგენტებთან, ძლიერ მჟავენბთან და ძლიერ ტუტეებთან ერთად;
- ჩაცვით დამცავი ხელთათმანები და ტანისამოსი. გამოიყენეთ თვალის/სახის დამცავი საშუალება;
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.
თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.
გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.
ჯგუფი | კულტურა | გამოტანის მაჩვენებელი |
I |
შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი და კარტოფილის უცხოური ჯიშები. |
455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან |
II |
ხორბალი, ქერი, სიმინდი, კარტოფილის ადგილობრივი ჯიშები, კომბოსტო და სუფრის ჭარხალი. |
I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK |
III |
პომიდორი, კიტრი, ხახვი, ბადრიჯანი, სტაფილო. |
221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია. |
IV | საზამთრო, ნესვი და სალათი. |
საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშია, რაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე. |
V | მწვანილი,ბოლოკი |
გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებით, მათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ. |