საგარეჯოს მომსახურების ცენტრი-ფერმერთა N1 მხარდამჭერი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

აპრილი 12, 2022

საგარეჯოს მომსახურების ცენტრი-ფერმერთა N1 მხარდამჭერი

მიწათმოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი რგოლი მცენარეთა დაცვაა, რომლის გარეშეც უხვი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო  პროდუქტის მიღება შეუძლებელია. ყოველწლიურად, სოფლის მეურნეობის სერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მავნებლებისა და დაავადებებისგან მიღებული ზარალი მსოფლიო კულტურების მოსავლის 20-25%-ს შეადგენს. 

მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დროულად ჩატარება განსაკუთრებით საფრთხილო და ყურადსაღებია თანამედროვე პერიოდში, რადგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, მუდმივად მზარდი მოსახლეობის დაკმაყოფილება მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. 

საგარეჯოს მომსახურების ცენტრი კახეთის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ცენტრში მომუშავე პროფესიონალი აგროკონსულტანტები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მავნებლებისგან დაცვის სწორ მიდგომებს ნერგავენ და ადგილობრივ (და არა მარტო) ფერმერებს სხვადასხვა კულტურის მოსავლიანობის გასაზრდელად დეტალურ რეკომენდაციებს აწვდიან. 

საგარეჯოს ფერმერთა მომსახურების ცენტრი აქტიურად მუშაობს კახეთის რეგიონში წარმოდგენილი ნათესებისა და ნარგავების დასაცავად და უხვმოსავლიანობის მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ერთნაირი ყურადღებით ემსახურებიან და გუნდურად მუშაობენ მეურნეთა მოლოდინების გასამართლებლად.

,,აგრონომის" მომსახურების ცენტრში მსოფლიოში აპრობირებული პრეპარატების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. აქ პესტიციდები, სასუქები, სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ. კონკრეტული კულტურების დაცვის სქემებისა და თქვენს ინდივიდუალურ მეურნეობაზე მორგებული სწორი მიდგომების გამოყენებით, ჩვენი პროფესიონალები მუდმივად მზად არიან დახმარების აღმოსაჩენად და მომხმარებელთან გულწრფელობაზე აგებული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რაც კომპანიის კორპორაციული კულტურისთვის ძირითადი საყრდენია. 

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
ზამთრის სეზონზე ჩასატარებელი სამუშაოები

ზამთრის სეზონი გეგმიური მოვლის დასაწყებად უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ,,ცისფერი წამლობის’’ დაწყებამდე

იხილეთ ვრცლად
აგრონომი ფერმერულ სეზონს განახლებული ფილიალებით ხვდება

აგრონომი ფერმერულ სეზონს მომსახურების განახლებული ცენტრებით ხვდება

იხილეთ ვრცლად
აგრონომის 2023-2024 წლის კატალოგი უკვე ხელმისაწვდომია

წარმოგიდგენთ ,,აგრონომის" 2023-2024 წლის, უახლეს, კატალოგს, რომლის საშუალებითაც დეტალურად გაეცნობით

იხილეთ ვრცლად