
ციმოქსანილი 4% + მანკოცები 46.5%
პრეპარატული ფორმა ღირებულება
მოქსიმატი არის მაღალეფექტური ჭრაქის, ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, პერენოსპოროზის საწინააღმდეგო სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, გამოიყენება ვაზის, კარტოფილის, პომიდვრის, კიტრის, ხახვისა და საზამთროს კულტურებში.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
მანკოცების მოქმედების მექანიზმი არის კონტაქტური, ხოლო ციმოქსანილის სისტემური. იგი ხასიათდება როგორც პროფილაქტიკური ასევე სამკურნალო თვისებებით.
მანკოცები უზრუნველყოფს სოკოს ფერმენტებში სულფაჰიდრალის (SH) შეჩერებას და სოკოს ფერმენტების ფუნქციონირების დარღვევას. ციმოქსანილი კი უზრუნველყოფს სოკოს სპორების გამრავლების შეფერხებას. თრგუნავს სოკოების სპორულაციას მათ უჯრედებში რნმ-ის ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ციმოქსანილი, სისტემური მოქმედების აქტიური ნივთიერებაა, ასევე მოძრაობს ფოთლის ზედა მხრიდან ქვედა მხარეს (ტრანსლამინარული შეღწევა) და გადანაწილდება ფოთოლში, ეს უზრუნველყოფს ნალექის გამორეცხვისადმი წინააღმდეგობას და ფოთლების არასრული დაფარვის კომპენსირების უნარს სამუშაო ხსნარით, რაც მნიშვნელოვანია ნათესების ეფექტური დაცვისთვის.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
იგი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სხვა ფუნგიციდებთან ნარევებში;
დაავადებების საუკეთესოდ მართვისთვის სასურველია დაავადებების სიმპტომების გამოვლენისთანავე მისი გამოყენება;
ამ პრეპარატს აქვს შესანიშნავი პრევენციული, თერაპიული და ანტისპორულაციური ეფექტი;
გარდა ამისა, ციმოქსანილი ავლენს მაღალ სამკურნალო თვისებებს და მოქმედებს როგორც სპორულაციის ინჰიბიტორი;
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი |
3-5კგ/ჰა |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30(3) |
ვაშლი, ატამი, თხილი |
3-6 კგ/ჰა |
ფესვის სიდამპლე, ჩაწოლა ნაცარი, ჰელმინ-თოსპორიოზი, სეპტორიოზი, ფუზარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდი, ფოთლების სრულად გაშლის შემდეგ |
30 (3) |
კიტრი, პამიდორი
|
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე |
20 (2-3) |
ვარდი, ყვავილები |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი, სხვადასხვა ლაქიანობები, ფუზარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდში |
30 (2-3) |
ყაბაყი |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი, ფოთლის ლაქიანობები |
ვეგეტაციის პერიოდში |
30 (2-3) |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 კგ | 13 ლ |