
სპილენძის ჰიდროქსიდი 770 გ/კგ
პრეპარატული ფორმა ღირებულება
პროტექტი არის ადვილად ხსნადი სპილენძის ფუნგიციდი ვაზში, ბოსტნეულში, ხეხილში, ბაღჩეულში და სხვა კულტურებში სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისგან დაცვის მიზნით გამოსაყენებლად. მისი გამოყენება ნებადართულია ბიომეურნეობებში.
მოქმედების მექანიზმი:
პროტექტი არის კოტაქტური ფუნგიციდი, რომელც უზრუნველყოფს დაავადების ძლიერ კონტროლს სხვა სპილენძის შემცველ პროდუქტებთან შედარებით, რადგან იგი შეიცავს იმდენად წვრილ ნაწილაკებს და ისეთ აქტიურ სპილენძის იონებს, რომელიც, საშუალებას აძლევს ადვილად დაიფაროს ფოთლის ზედაპირი და ჰქონდეს უკეთესი მიმწებებლობა. პროდუქტის მაქსიმალური ეფექტურობისთვის აუცილებელია მცენარის საფუძვლიანი დაფარვა.
სპილენძის იონები აფერხებს ზოოსპორების განვითარებას, კლავს ბაქტერიებს, იცავს მცენარეს სოკოვანი დაავადებებისგან. რომელიც იწვევს პათოგენების სასიცოცხლო აქტივობის სხვადასხვა ფუნქციურ დარღვევას: ნივთიერებათა ცვლის, ბიოსინთეზის დათრგუნვას, ფერმენტების აქტივობას, რესპირატორული პროცესების მოშლას პათოგენური უჯრედების გაყოფის პროცესის დარღვევას. რის შედეგადაც ფერხდება დაავადების გავრცელება.
სპილენძის ჰიდროქსიდის მაღალი ეფექტის და მაღალხარისხიანად მუშაობისთვის გათავალისწინებული უნდა იქნას შემდეგი პირობა:
არ უნდა იქნას გამოყენებული დღის ცხელ მონაკვეთში, როცა ტემპერატურა 35°C -ია და მეტი;
შესხურებიდან მალევე არ უნდა მოვიდეს ნალექი;
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
ხელს უშლის სპორების გამრავლებას და პათოგენური უჯრედების გაყოფას;
დამცავი მოქმედების ხანგრძლივობა, მოხმარების ოპტიმალური მაჩვენებლების გათვალისწინებით, შეადგენს 7-10 დღეს, ნალექის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება;
კომპლექსურ-კრისტალური სტრუქტურა გარანტირებულად იცავს მცენარის ზედაპირს;
დაავადებათა ფართო სპექტრის საუკეთესო კონტროლი;
ადვილი და ეფექტური გამოყენება;
გააჩნია მტვერგამძლე ფორმულაცია;
აქვს უმარლესი ხარისხის ფორმულაცია, ნაწილაკების ზომა ისეა გათვლილი, რომ მოხდეს მცენარის ზედაპირის სრულყოფილი და თანაბარი დაფარვა;
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა კგ/ჰა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი |
2,5-3 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (4-5) |
ვაშლი, მსხალი |
3-4 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (4-5) |
ატამი, გარგარი, ქლიავი, ბალი, ალუბალი |
7-10 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (4-5) |
ციტრუსები |
5-8 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (4-5) |
კენკროვნები |
3-4 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (4-5) |
თხილი, კაკალი, ნუში |
4-7 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (4-5) |
პომიდორი |
2,5-3 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
14 (3) |
კიტრი |
2,5-3 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
14(3) |
კარტოფილი |
2,5-3 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
14(2-3) |
ხახვი |
2,5-3 |
კომპლექსური ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები |
ვეგეტაციის პერიოდი |
14(2-3) |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 კგ | 30 ლ |
5 კგ | 29 ლ |
0.5 კგ | 34 ლ |
0.25 კგ | 36 ლ |