
სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი
პრეპარატული ფორმა ღირებულება
ბორდოტანი მაღალეფექტური კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდია მრავალი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადების დასაცავად, იგი გამოიყენება: ვაზის ჭრაქის, ატმის ფოთლის სიხუჭუჭის, კალასტერიოსპოროზის, ვაშლის ქეცის, ციტრუსის ანთრაქნოზისა და ნეკროზის წინააღმდეგ.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ბორდოტანი უნივერსალური ფუნგიციდია. პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეებზე. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი გამოყენების პერიოდზე (მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაავადების გამოჩენამდე). მას ახასიათებს კარგი მიმწებებლობა, მცენარეზე შესხურების შემდეგ, კარგად ეკვრის ფოთოლს და ფარავს მცენარეს დამცავი ფენით. სპილენძის შემცველი ბიოლოგიური თვისებები განისაზღვრება, სპილენძის იონების აქტიური რეაგირებით ლიპოპროტეინებთან და ცოცხალი უჯრედების ფერმენტულ კომპლექსებთან. სპილენძის იონები, რომლებიც შედიან პათოგენურ უჯრედებში საკმარისად მაღალი კონცენტრაციით, ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ფერმენტებთან, რომლებიც შეიცავს კარბოქსილის, იმიდაზოლის და თიოლის ჯგუფებს, რაც თრგუნავს დაავადების აქტივობას. მათი შერჩევითობა სასარგებლო ორგანიზმებთან მიმართებაში დამოკიდებულია სპილენძის იონების რაოდენობაზე, რომელიც შედის უჯრედებში და გროვდება მათში.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
უნივერსალური მოქმედება სოკოვან და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
პრეპარატი ეფექტურია ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში გამოსაყენებლად
ახასიათებს მაღალი მიმწებებლობა მცენარის ფოთლის ზედაპირზე.
ყურადღება! ბორდოს სითხის შერევა არ შეიძლება ფოსფორორგანული მოქმედების ინსექტიციდებთან, ან ტუტე მოქმედების სხვა პრეპარატებთან.
გამოყენების რეგლამენტი
კულტურა |
ხარჯვის ნორმა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი |
10 კგ/ჰა |
ჭრაქი, შავლაქიანობა |
ვეგეტაციის პერიოდი |
40 (4) |
კურკოვნები (გარგარი, ატამი, ბალი,ალუბალი) |
15 კგ/ჰა |
კოკომიკოზი, სიხუჭუჭე, კლასტეროსპორიოზი, მონილიოზი, ბაქტერიოზი, ატმის ფოთლების სიხუჭუჭე, ქაჯის ცოცხი
|
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (3) |
თესლოვნები (ვაშლი, მსხალი) |
15 კგ/ჰა |
ქეცი |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (3) |
ზეთისხილი |
15 კგ/ჰა |
შავლაქიანობა |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (3) |
კარტოფილი |
7-10 კგ/ჰა |
ფიტოპტოროზი, ალტერნარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (3) |
პამიდორი |
6-8 კგ/ჰა |
ფიტოპტოროზი, ალტერნარიოზი, შავლაქიანობები |
ვეგეტაციის პერიოდი |
20 (3) |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
10 კგ | 12 ლ |
0.8 კგ | 17.5 ლ |
0.4 კგ | 20 ლ |