კალიუმის ქლორიდი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | მინერალური სასუქი | კალიუმის ქლორიდი

კალიუმის ქლორიდი

კალიუმის ქლორიდი 4% 200მლ

ღირებულება

2.00

აირჩიე: 50 კგ
ბრენდი

Акционерное общество «МИНУДОБРЕНИЯ» г. Россошь, რუსეთი

კალიუმის ქლორიდი კალიუმით გაჯერებული მინერალური სასუქია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, როგორც ცალკეული საკვები ელემენტების დანიშნულებით, ასევე აზოტოვან და ფოსფორიან სასუქებთან კომბინაციაში. კალიუმის როლი მცენარის სრულფასოვანი ზრდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კალიუმი ნაყოფის სწორად ფორმირების პროცესზე, ხარისხზე, შეფერილობასა და რაოდენობაზე ახდენს გავლენას, რაც მოსავლიანობის ზრდას განაპირობებს

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

კალიუმის ქლორიდი მცენარის უჯრედების კედლების ფორმირებაში მონაწილეობს. კალიუმის ქლორიდის გამოყენებისას მცენარეს უჯრედის უფრო მდგრადი და სქელი  კედლები უვითარდება, რაც დაავადებების მიმართ რეზისტენტობას ზრდის. სასუქი ასევე აძლიერებს ფესვთა სისტემას და დამატებით იმუნიტეტს უვითარებს მცენარეს ზამთრის პირობებში. კალიუმის ქლორიდი მცენარეს წყლის უკეთ ათვისებაში ეხმარება, მცენარე მოიხმარს ნაკლები ოდენობის წყალს და ფერმერებისთვის გვალვის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • კალიუმის ქლორიდი ზრდის მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას;
  • იზრდება მოსავლიანობის მაჩვენებელი;
  • იზრდება რეზისტენტობა დაავადებების მიმართ;
  • მცენარე უკეთ ითვისებს წყალს;
  • მცენარე გამძლეა რთულ მეტეოროლოგიურ და გარემო პირობებში;
  • მცენარეში შაქრის, ვიტამინების, კაროტინის და ორგანული მჟვების შემცველობის ზრდას უწყობს ხელს;
  • ხორბლის, ქერის, ბრინჯისა და პარკოსანთა კულტურების თესლებში ფერმენტების გააქტიურებას და ცილების შემცველობის ზრდას უწყობს ხელს;

გამოყენების რეკომენდაციები:

  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა;
  • მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება;
  • სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს;
  • სასუქის სწორად შეტანისათვის გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ;

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად მინერალური სასუქების გამოყენება მთავარი საშუალებაა. მინერალური სასუქების გამოყენებისას მოსავალი 50%-იანი ნამატით მიიღება. ზოგიერთი მწვანე მასის მწარმოებელ მცენარეში (მაგალითად ჩაი) ნამატი 80%-ს აღევს.   

თუ მინერალურ სასუქებს არ გამოიყენებთ, სურსათის წარმოება კატასტროფულად შემცირდება. სასუქებზე უარის თქმა თქვენს მეურნეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.  ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

გაითვალისწინეთ: სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ძირითად საკვებ ელემენტებზე განსხვავებული მოთხოვნილება აქვთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთსა და იმავე მოსავლიანობის პირობებში, რათა სასუქის შეტანა სწორად მოხდეს. ამ პროცესში გასათვალისწინებელია მცენარის ბიოლოგიური თავისებურებები, კლიმატურ ნიადაგური პირობები და მოსავლის დონე, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განვახორციელოთ.

ჯგუფი კულტურა გამოტანის მაჩვენებელი
I

შაქრის ჭარხალისაკვები ჭარხალი და 

კარტოფილის უცხოური ჯიშები.

455-535კგ NPK გამოაქვთ 1 ჰა-დან
II

ხორბალიქერისიმინდიკარტოფილის ადგილობრივი ჯიშები

კომბოსტო და სუფრის ჭარხალი.

 I ჯგუფზე თითქმის 70-100 კგ-ით ნაკლები 312-408კგ NPK

III

პომიდორიკიტრიხახვიბადრიჯანისტაფილო.

221-262კგ NPK, რაც II ჯგუფზე 90-140კგ-ით ნაკლებია.

IV საზამთრონესვი და სალათი.

საკვები ელემენტების გამოტანა 153-160კგ ფარგლებშიარაც 70- 100კგ-ით ნაკლებია III ჯგუფის მცენარეების საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილებაზე.

V მწვანილი,ბოლოკი

გამოირჩევიან ყველაზე დაბალი მოთხოვნილებითმათ 90-94 კგ-მდე NPK გამოაქვთ.

შეფუთვა ფასი
50 კგ 2 ლ

მსგავსი პროდუქცია