პესტიციდების გავლენა მსოფლიო ეკოსისტემასა და მოსავლიანობაზე
მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება მსოფლიო მოსავლის დიდი ნაწილის განადგურებას უშლის ხელს, რაც მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის დასაკმაყოფილებლად უმნიშვნელოვანესია. პესტიციდები მცენარეებს მავნებლების, სარეველებისა და დაავადებებისგან იცავენ, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მთელი კულტურების განადგურებაც შეუძლიათ.
მსოფლიოში პოტენციური კულტურების 40% ნადგურდება, ხოლო პესტიციდების გამოყენების გარეშე ეს პროცენტული რაოდენობა შეიძლება სწრაფად გაორმაგდეს. ეს იმ პირობებში, როცა მსოფლიოში ყოველი მე-7 ადამიანი შიმშილობს. ამ მიზეზით კალიფორნიაში და მის ფარგლებს გარეთ, ყველა ფერმერი ნათესების დასაცავად პესტიციდებს იყენებს. ორგანული ფერმერებიც კი იყენებენ მათ. რატომ არის პესტიციდები ასეთი მნიშვნელოვანი და მათი გამოყენებისას უსაფრთხოების რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ?
როგორ ეხმარება პესტიციდები მსოფლიოს?
პესტიციდები მცენარეს იმ საფრთხეებისგან იცავს, რაც მის საჭიროებისამებრ ზრდას უშლის ხელს. ისინი სხვადასხვა კულტურებს ისეთი მავნე ორგანიზმებისგან იცავენ, როგორიცაა ვირთხები, თაგვები, ტკიპები და კოღოები, ასევე იცავენ მცენარეებს სარეველებისა და ისეთი დაავადებებისგან, რომლებსაც მოსავლიანობის მნიშვნელოვნად შემცირების უნარი აქვთ.
პესტიციდების გამოყენების გამო 1960 წლიდან ძირითადი კულტურების ზრდა გასამმაგდა. პესტიციდების გამოყენების მთავარი სარგებელი საკვების წარმოების ზრდაა, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უმნიშვნელოვანესია. ეს ნაბიჯი ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ მეტი მოგება, თავიდან აირიდონ მავნებლების გავლენა და ხელი შეუშალონ მათგან დაავადებების გავრცელებას. მაგალითად, ვირთხებს შეუძლიათ ატარონ ბუბონური ჭირი, კოღოებს მალარიის, ხოლო რწყილებს ტიფუსის გავრცელება შეუძლიათ. ამ დაავადებების გადატანის შემცირება ადამიანთა სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
რა მოხდება თუ პესტიციდებზე უარს ვიტყვით?
მცენარეებს უამრავი საფრთხე ემუქრებათ. მსოფლიოში 30000-ზე მეტი სახეობის სარეველაა დაფიქსირებული, რომლებიც აფერხებენ მცენარეების ზრდას და აზიანებენ მთელ კულტურებსაც კი. გარდა ამისა 10000-ზე მეტი სახეობის მწერი არსებობს, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. ცხადია მხოლოდ მცენარეების განადგურება არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც პესტიციდების გამოყენებაზე უარის თქმით შეიძლება მივიღოთ. ამით მსოფლიო დაკარგავს საკვების დიდ ნაწილს და ფერმერები დაკარგავენ ფულად რესურსებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 795 მილიონ ადამიანს საკმარისი საჭმელი არ აქვს, ეს უგუნურება იქნებოდა. გარდა ამისა საკვების დეფიციტი გაზრდიდა ფასებს, რაც ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის შეძენას უმრავლესობისთვის შეუძლებელს გახდიდა და საბოლოოდ ჯანმრთელობის კრიზისულ შედეგებამდე მიგვიყვანდა. პესტიციდები უამრავ საფრთხეს გვარიდებს თავიდან, განა ცხადი არ არის?
როგორ გამოვიყენოთ პესტიციდები უსაფრთხოდ?
ისევე როგორც ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის გადამეტებულმა ან არასწორმა დოზირებამ, პესტიციდების არამიზნობრივმა გამოყენებამაც არაერთი საფრთხე შეიძლება მოტანოს. აუცილებელია შეძენამდე ყურადღება მიაქციოთ ეტიკეტს, სადაც თანდართულია აქტიური ინგრედიენტები და საფრთხეები, რომლის თავიდან აცილებასაც ემსახურება პესტიციდი. ასევე დატანილი უნდა იყოს გამოყენების ინსტრუქციაც, უსაფრთხოების ნორმები და შესაძლო მავნე ზემოქმედება.
თუ თქვენ არ წაიკითხავთ ეტიკეტს და არ მიჰყვებით პროფესიონალი აგროკონსულტანტების მითითებებს პესტიციდების გამოყენებამ შესაძლოა დაგაზარალოთ. ამასთან დაარღვევთ კანონს, რადგან საფრთხეს შეუქმნით გარემოს, თქვენ მიერ მოყვანილი საკვები პროდუქტები კი დააზიანებენ ადამიანების ჯანმრთელობას. პესტიციდებით მცენარის მკურნალობის პრომცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება მსოფლიო მოსავლის დიდი ნაწილის განადგურებას უშლის ხელს, რაც მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის დასაკმაყოფილებლად უმნიშვნელოვანესია. პესტიციდები მცენარეებს მავნებლების, სარეველებისა და დაავადებებისგან იცავენ, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მთელი კულტურების განადგურებაც შეუძლიათ. მსოფლიოში პოტენციური კულტურების 40% ნადგურდება, ხოლო პესტიციდების გამოყენების გარეშე ეს პროცენტული რაოდენობა შეიძლება სწრაფად გაორმაგდეს. ეს იმ პირობებში, როცა მსოფლიოში ყოველი მე-7 ადამიანი შიმშილობს. ამ მიზეზით კალიფორნიაში და მის ფარგლებს გარეთ, ყველა ფერმერი ნათესების დასაცავად პესტიციდებს იყენებს. ორგანული ფერმერებიც კი იყენებენ მათ. რატომ არის პესტიციდები ასეთი მნიშვნელოვანი და მათი გამოყენებისას უსაფრთხოების რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ?
როგორ ეხმარება პესტიციდები მსოფლიოს?
პესტიციდები მცენარეს იმ საფრთხეებისგან იცავენ, რაც მის საჭიროებისამებრ ზრდას უშლის ხელს. ისინი სხვადასხვა კულტურებს ისეთი მავნე ორგანიზმებისგან იცავენ, როგორიცაა ვირთხები, თაგვები, ტკიპები და კოღოები, ასევე იცავენ მცენარეებს სარეველებისა და ისეთი დაავადებებისგან, რომლებსაც მოსავლიანობის მნიშვნელოვნად შემცირების უნარი აქვთ. პესტიციდების გამოყენების გამო 1960 წლიდან ძირითადი კულტურების ზრდა გასამმაგდა. პესტიციდების გამოყენების მთავარი სარგებელი საკვების წარმოების ზრდაა, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უმნიშვნელოვანესია. ეს ნაბიჯი ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ უკეთესი მოგება, თავიდან აირიდონ მავნებლების გავლენა და ხელი შეუშალონ მათგან დაავადებების გავრცელებას. მაგალითად, ვირთხებს შეუძლიათ ატარონ ბუბონური ჭირი, კოღოებს მალარიის, ხოლო რწყილებს ტიფუსის გავრცელება შეუძლიათ. ამ დაავადებების გადატანის შემცირება ადამიანთა სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
რა მოხდება თუ პესტიციდებზე უარს ვიტყვით?
მცენარეებს უამრავი საფრთხე ემუქრებათ. მსოფლიოში 30000-ზე მეტი სახეობის სარეველაა დაფიქსირებული, რომლებიც აფერხებენ მცენარეების ზრდას და აზიანებენ მთელ კულტურებსაც კი. გარდა ამისა 10000-ზე მეტი სახეობის მწერი არსებობს, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. ცხადია მხოლოდ მცენარეების განადგურება არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც პესტიციდების გამოყენებაზე უარის თქმით შეიძლება მივიღოთ. ამით მსოფლიო დაკარგავს საკვების დიდ ნაწილს და ფერმერები დაკარგავენ ფულად რესურსებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 795 მილიონ ადამიანს საკმარისი საჭმელი არ აქვს, ეს უგუნურება იქნებოდა. გარდა ამისა საკვების დეფიციტი გაზრდიდა ფასებს, რაც ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის შეძენას უმრავლესობისთვის შეუძლებელს გახდიდა და საბოლოოდ ჯანმრთელობის კრიზისულ შედეგებამდე მიგვიყვანდა. პესტიციდები უამრავ საფრთხეს გვარიდებს თავიდან, განა ცხადი არ არის?
როგორ გამოვიყენოთ პესტიციდები უსაფრთხოდ?
ისევე როგორც ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის გადამეტებულმა ან არასწორმა დოზირებამ, პესტიციდების არამიზნობრივმა გამოყენებამაც არაერთი საფრთხე შეიძლება მოტანოს. აუცილებელია შეძენამდე ყურადღება მიაქციოთ ეტიკეტს, სადაც თანდართულია აქტიური ინგრედიენტები და საფრთხეები, რომლის თავიდან აცილებასაც ემსახურება პესტიციდი. ასევე დატანილი უნდა იყოს გამოყენების ინსტრუქციაც, უსაფრთხოების ნორმები და შესაძლო მავნე ზემოქმედება.
თუ თქვენ არ წაიკითხავთ ეტიკეტს და არ მიჰყვებით პროფესიონალი აგროკონსულტანტების მითითებებს პესტიციდების გამოყენებამ შესაძლოა დაგაზარალოთ. ამასთან დაარღვევთ კანონს, რადგან საფრთხეს შეუქმნით გარემოს, თქვენ მიერ მოყვანილი საკვები პროდუქტები კი დააზიანებენ ადამიანების ჯანმრთელობას. პესტიციდებით მცენარის მკურნალობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვა მცენარეთა და მათთან კონტაქტის მქონე ადამიანების დაცვას უზრუნველყოფს.ცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვა მცენარეთა და მათთან კონტაქტის მქონე ადამიანების დაცვას უზრუნველყოფს.
საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლადსაქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლადკურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად