აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თხილის გული მდიდრია ცხიმებით (60-70%), ცილებით (15-16%), მაკრო და მიკროელემენტებით.
თხილი ფოთოლმცვენი მცენარეა. მასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ჰაერის ტემპერატურა და ნალექი, რადგან მოსავლიანობა დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობაზე. დასავლეთ საქართველოში შეხვდებით სუბტროპიკულ და მაღალი ტენიანობის მქონე კლიმატს, რაც ხელს უწყობს თხილის კულტურის განვითარებას. თხილის კულტურა გავრცელებულია აჭარაში, გურიაში, კოლხეთის დაბლობზე, შიდა ქართლსა და კახეთში. აქედან უხვი ატმოსფერული ნალექით გამოირჩევა აჭარა-გურიის მხარე. აღნიშნულ პირობებში მცენარის ყვავილობა უფრო მარტივად მიმდინარეობს. თხილი კარგად ხარობს როგორც მჟავე, ისე ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებზე. თუ შესაძლებლობა არსებობს თხილის ბაღის გასაშენებლად უნდა გამოიყოს ვაკე, ან მცირე დაქანების ფერდობები.
აპრილში ჩასატარებელი დაცვითი ღონისძიებები
თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, რამდენიმე წამლობაა ჩასატარებელი: პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს თებერვლის თვეში, მეორე წამლობა მარტის ბოლოს, მესამე წამლობა აპრილის ბოლოს, მეოთხე წამლობა ტარდება ივნისი - ივლისის თვეში, ხოლო მეხუთე წამლობა უკვე დამოკიდებულია იმაზე საჭიროებს, თუ არა ამას კულტურა. კონკრეტული მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ეფექტური პრეპარატების შესარჩევად ისარგებლეთ თხილის დაცვის სქემით და გაიარეთ აგრო კონსულტაცია.
მიმდინარე პერიოდში თხილის შესაწამლად გამოიყენება პროტექტი (მოქმედი ნივთიერება: სპილენძის ჰიდროქსიდი 770 გ/კგ) რომელიც აკონტროლებს ისეთ დაავადებათა ფართო სპექტრს როგორიცაა: სიდამპლე, ჭრაქი, რაც აქტიურად უშლის ხელს კვირტის გახსნას. 1 კგ პროტექტი 250 ლიტრ წყალში იხსნება.
პროტექტით წამლობის ჩატარებამდე გაითვალისწინეთ:
Ø მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა მხოლოდ პერიოდული პროფილაქტიკური გამოყენებით;
Ø აუცილებელია დამუშავებებს შორის ინტერვალის დაცვა, დამცავი პერიოდის ხანგრძლივობის სწორად განსაზღვრა და და სხვა ქიმიური ჯგუფების ფუნგიციდების მონაცვლეობა;
Ø არ საჭიროებს დამატებით სამუშაო აღჭურვილობას;
Ø სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად წყალი უნდა იყოს სუფთა. წყალში დიდი რაოდენობით უცხო სხეულების არსებობამ, როგორიცაა სილა, ან თიხა, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ინსექტიციდის ეფექტურობაზე;
Ø სამუშაო ხსნარი მზადდება ფუნგიციდური დამუშავებისთანავე;
Ø შესხურება ტარდება დილის, ან საღამოს საათებში უნალექო/უქარო/ამინდში, რაც ხელს უშლის წამლის მეზობელ კულტურებზე გავრცელებას;
Øსამუშაოხსნარიუნდაგამოიყენოთმომზადებიდანრამდენიმესაათში;
პროტექტთან ერთად, აპრილში თხილის ბაღი უნდა შეიწამლოს ლაიფსულით (1.2 კგ 250 ლიტრ წყალში იხსნება). მცენარეებში შეღწევის გარეშეც გოგირდის ორთქლი აჩერებს სოკოს სპორების სასიცოცხლო აქტივობას და განვითარებას, რაც ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას.

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლად
კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად
კურკოვანი კულტურებიდან ქლიავი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და ის 100-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. საქართველოს ტერიტორიაზე
იხილეთ ვრცლად