ქლიავის მოვლა-მოყვანა
კურკოვანი კულტურებიდან ქლიავი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და ის 100-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. საქართველოს ტერიტორიაზე ეს კულტურა გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, ქართლ - კახეთში და სამხრეთ საქართველოში.
ქლიავის ზრდა-განვითარების პროცესში, ხშირად ცვალებდია (დაწყებული ბუჩქიდან, დამთავრებული დიდი ტანის ხეებამდე) ჯიშებისა და ეკოლოგიური პირობების მიხედვით. ქლიავი ზამთარგამძლეა, ასევე ტენისა და სინათლის მოყვარულ კულტურებს მიეკუთვნა.
შინაური ქლიავის ჯიშები ნაყოფის შეფერვის და ფორმის მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: უნგრულები (მუქ ლურჯად შეფერილი, მოგრძო, თავში და ბოლოში შევიწროებული ნაყოფებით) – სტენლი, შავქლიავა, იტალიური უნგრულა, რენკლოდები (მომწვანო-მოყვითალი, მრგვალი ნაყოფებით) – ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და კვერცხისებური ქლიავები (მსხვილი, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ან წითელი ნაყოფებით – ვაშინგტონი, ჯეფერსონი) და სხვა.
ქლიავის ნარგაობა მსხმოიარობაში შედიან დარგვიდან მე-3-4 წელს. საშუალო მოსავლიანობა სტანდარტულ ბაღებში შეადგენს 15 – 17 ტონა/ჰა.
ქლიავის ბაღების გაშენებისას სწორად უნდა შეარჩიოთ ტერიტორია. ნერგების დარგვამდე წინასწარ უნდა მომზადდეს ორმოები (სიღრმე 0,5 მ; დიამეტრი 0,7 მ). მომზადებული ნიადგი უნდა განოყიერდეს ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქებით. კულტურის მოვლის პროცესში ასევე საყურადღებოა ჰერბიციდების დროული შეტანა სარეველებისგან მცენარის გასათავისუფლებლად.
საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლადსაქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლადკურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად