გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად
Cover Image

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

აპრილი 25, 2023

გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან სამრეწველო მნიშვნელობისაა მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი. ამ კულტურაში გავრცელებულია ისეთი მავნებლები, როგორიცაა: ციტრუსოვანთა ფრთათეთრა, ბეწვიანი, წითელი და ვერცხლისფერი ტკიპები, ფარიანები, ცრუფარიანები, ფოთოლხვევიები, კალიები, მახრა და სხვა. ციტრუსოვანთა დაავადებებია: ანთრაქნოზი, ბაქტერიული ნეკროზი, ნაცრისფერი სიდამპლე, ფესვის სამხრეთული სიდამპლე და სხვა.

ფერმერთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, გეგმიური დაცვითი სამუშაოების ჩატარების გარეშე ციტრუსოვანთა კულტურაზე მიყენებული ზარალი 20-50%-მდე იზრდება. აუცილებელია კულტურაში დროულად მოხდეს ქიმიური წამლობა, რაც ხარისხიანი და უხვი მოსავლის მთავარი წინაპირობაა.

 როდის და რა პრეპარატებით ჩავატაროთ წამლობები ციტრუსის ბაღებში?

ციტრუსოვან კულტურებში, წლის განმავლობაში, რამდენიმე გეგმიური წამლობაა ჩასატარებელი, რაც მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გადამწყვეტია.

1.      პირველი წამლობა გაზაფხულზე, მცენარის ვეგეტაციის დაწყებამდე ტარდება.

ამ დროს უნდა გამოვიყენოთ სპილენძის შემცველი პრეპარატი მეტკოპერი (2,5კგ/ჰა) გავრცელებული სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. პრეპარატის გამოყენება პრევენციული მიზნით განსაკუთრებით ეფექტურია. ის მცენარეების დაზიანებას ზღუდავს და მათ აღდგენას ხელს უწყობს. მეტკოპერი აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს და ნალექებისადმი განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩევა.

საჰები (1 ლიტრი/ჰა)- წარმატებით უმკლავდება საკარანტინო მავნებლებს, ამერიკულ თეთრ პეპელას, ბაღის ლოფორთქინებს (ლოკოკინებსა) და მინდვრის კალიებს. საჰებით დამზადებული მისატყუებელი მასალა მახრას, ანუ ბოსტანას ანადგურებს. პრეპარატი არ იჭრება ფოთლებსა და ნაყოფის ქსოვილებსში და ის მწერების სხვადასხვა სტადიაზე მოქმედებს (კვერცხები, ლარვები, ზრდასრული მავნებლები).

მავნებლების მოზამთრე სტადიებთან საბრძოლველად აქტიურად გამოიყენება ოლეულუქი  (პარაფინის მინერალური ზეთი 98% w/w (/) 83% ./მოც). პრეპარატი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მცენარის გარკვეული დაავადებების გავრცელებას (სპორების განვითარებას).

2.    მეორე წამლობა ივნისი-ივლისის თვეში ტარდება.

წამლობების მეორე ეტაპზე გამოიყენება ინსექტოაკარიციდი ბაიტი  (1 ლ/ჰა), რომელსაც მაღალი დაცვითი ეფექტი გააჩნია ბაღის და დახურული გრუნტის მავნებლების წინააღმდეგ. განსაკუთრებული ეფექტი აქვს ტკიპებთან ბრძოლისას. ასევე უნდა გამოვიყენოთ მეტკოპერი (2.5 კგ/ჰა) და ფართო სპექტრის სისტემური ფუნგიციდი პროპკონაზოლი (1ლ/ჰა), რომელიც დაბალი ხარჯვის ნორმით გამოირჩევა და მცენარებას ერთდროულად იცავს რამდენიმე დაავადებისგან.

3.    მესამე წამლობა აგვისტოს ბოლოს ტარდება.

გეგმიური დაცვითი ღონისძიებების მესამე ეტაპზე ციტრუსოვანი კულტურებისთვის გამოიყენება ბაიტი (1ლ/ჰა), სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, პრივატი, რომელიც მაღალი ინფექციური ფონის დროსაც ეფექტურია და უზრუნველყოფს როგორც ფოთლების, ასევე ნაყოფის მაღალეფექტურ დაცვას. ამ პერიოდში გამოიყენება სოკოს გასანადგურებლად, ან მისი პრევენციისთვის შექმნილი ფუნგიციდი ინდოფილი  და პენტოსი (1ლ/ჰა), რომელიც მცენარის ნებისმიერ ნაწილს იცავს ნაცროვანი დაავადებებისგან, სწრაფად შეიწოვება და მოსავლის ხარისხს აუმჯობესებს.

4.    მეოთხე წამლობა შემოდგომაზე (სექტემბერ-ოქტომბერში) ტარდება.

შემოდგომაზე, სექტემბერ ოქტომბრის თვეში ციტრუსოვანი კულტურების მეოთხე წამლობისას გამოიყენება მეტკოპერი (2.5 კგ/ჰა), საჰები (1 ლ/ჰა) და ფუნგიციდი მუსტანგი  (1 ლ/ჰა), რომელიც აუმჯობესებს მცენარის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, აქვს დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი და მაღალი საწყისი აქტივობა შესხურებიდან რამდენიმე საათში.

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს საორიენტაციო სქემას ციტრუსოვანი კულტურებისთვის. ინდივიდუალური ბაღების მახასიათებლების, ამინდობრივი პირობებისა და მცენარის მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოსაყენებელი პრეპარატები და ნორმები იცვლება.

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად
ქლიავის მოვლა-მოყვანა

კურკოვანი კულტურებიდან ქლიავი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და ის 100-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. საქართველოს ტერიტორიაზე

იხილეთ ვრცლად