მეტკოპერი

სპილენძის ქლორჟანგი 420 გ/კგ + მეტალაქსილი 80 გ/კგ

კულტურა

ვაზი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, საზამთრო

დაავადება / მავნებელი

ჭრაქი, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი

ბრენდი

Nanjing Bestgreen Chemical Co., Ltd, ჩინეთი

ღირებულება

1.00 კგ 33.00

მოქმედი ნივთიერებების უნიკალური კომბინაციის მქონე სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებული მრავალი პრობლემური სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. მეტალაქსილი ტრანსლამინალური და სისტემური მოქმედებით უზრუნველყოფს მცენარის შიგნიდან დაცვას.

სპილენძის ქლორჟანგისა და მეტალაქსილის ეს უნიკალური კომბინაცია ეფექტურად იცავს მცენარეს როგორც გარედან (დაცვითი ბარიერი),ისე ქსოვილის შიგნით (სამკურნალო თვისება). იგი განსხვავდება თავისი უნიკალურობით სხვა სისტემური პრეპარატებისაგან. არ გააჩნია მცენარეზე ფიტოტოქსიკურობის თვისება და დაავადების მხრიდან რეზისტენტობა გამორიცხულია.მეტკოპერი თავსებადია უმრავლეს ჰერბიციდებთან, რომლებსაც გააჩნია ნეიტრალური ქიმიური რეაქცია.დაცვითი ხანგრძლივობა: 8-10 დღე, დასაცავი კულტურის მიხედვით, ინფექციური დატვირთვის გათვალისწინებით.მეტკოპერი განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევა პროფილაქტიკური (ინფექციამდე) გამოყენებისას.

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) გამოყენება
ვაზი ჭრაქი(მილდიუ) (Plasmopara viticola) 2.5 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
კარტოფილი ფიტოფტორა (Phytophthora infestans), ალტერნარიოზი (Alternaria solani) 2.5 20(3)
ხახვი პერენოსპოროზი (Peronospora destructor) 2.5 20(3)
კიტრი პერენოსპოროზი (Pseudoperenospora cubensis)  2.5 20(3)
პომიდორი (ღია გრუნტი) ფიტოფტორა (Phytophthora infestans), ალტერნარიოზი (Alternaria solani) 2.5 10(4)
ვაშლი ქეცი (Venturia inaequalis Wint.) 4 20(4)
საზამთრო,ნესვი საზამთროს ჭრაქი პერენოსპოროზი (Pseudoperenospora cubensis), ნესვის პერენოსპოროზი (Erisiphe cichorasearum Dc) 2.5 20(3)
ციტრუსი ციტრუსის ფოთლებისა და ღეროების მელანოზი (Melanose), მუნი მღერი (Scab), ანთრაქნოზი (Colletorichum gloespoiroides Penz.) 3 10(4)
თხილი,კაკალი სიდამპლე (Broun Rot) 6-7 10(4)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

მსგავსი პროდუქცია