მთავარი | ფუნგიციდები | თანბაჯი

ალუმინის ფოსეთილი 800 გ/კგ
პრეპარატული ფორმა ღირებულება
თანბაჯი გამოიყენება ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურებში სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. საუკეთესო შედეგისთვის მისი გამოყენება რეკომენდირებილია პროფილაქტიკურად.
მოქმედების მექანიზმი:
თანბაჯი მაღალეფექტური მოქმედების ფუნგიციდია სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. მას აქვს როგორც პროფილაქტიკური, ასევე, სამკურნალო თვისებები. პრეპარატის შესხურებიდან სწრაფადვე აღწევს მცენარეში და გადაადგილდება წვენთან ერთად აღმავალი დინებით ფლოემის გავლით, ფოთლებიდან ფესვებამდე და პირიქით ფესვებიდან ან ღეროდან ზევით ქსილემის გავლით, ძველი ფოთლებიდან ახალგაზრდა ფოთოლზე. შედეგად ბლოკავს სოკოს მიცელიუმის ზრდას და სპორების წარმოქმნას. პრეპარატი ეფექტურია სოკოს განვითარების ყველა სტადიაში.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
პრეპარატს ახასიათებს ხანგრძლივი დაცვა, განსაკუთრებით დაავადების გამოვლინების საწყის ეტაპზე;
ახასიათებს სამკურნალო ეფექტი;
მოსახერხებელია გამოსაყენებლად (ადვილად იხსნება და ნაწილდება დოზებად);
აქვს შეღწევადობის მაღალი უნარი მცენარეში;
მედეგია ნალექების მიმართ;
რეკომენდირებულია დაცვის ინტეგრირებულ სისტემაში გამოსაყენებლდ.
ყურადღება ! თანბაჯის შერევა არ არის რეკომებირებული სპილენძის შემცველ პრეპარატებთან და აზოტოვან სასუქებთან ერთად.
გამოყენების რეგლამენტი
კულტურა |
ხარჯვის ნორმა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი |
2 კგ/ჰა |
ჭრაქი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდი |
30(3) |
ვაშლი, მსხალი კომში |
1,5-3 კგ/ჰა |
ბაქტერიული სიდამწვრე |
ვეგეტაციის პერიოდი, ფოთლების სრულად გაშლის შემდეგ |
30 (3) |
კაკალი, თხილი |
1,5-2 კგ/ჰა |
ფომოფსისი, ანთრაქნოზი, ბაქტერიული სიდამწვრე |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდი |
30 (2-3) |
ციტრუსი |
1,5-2 კგ/ჰა |
ანთრაქნოზი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდი |
|
პამიდორი |
1,5-2 კგ/ჰა |
ფიტოპტოროზი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე |
14 (2-3) |
კიტრი |
2,0 კგ/ჰა |
პერენოსპოროზი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე |
14 (2-3) |
კომბოსტო ყველა სახეობა |
2-3 კგ/ჰა |
დაავადებათა კომპლექსი |
ვეგეტაციის პერიოდში |
14(2-3) |
ხახვი |
1,5 კგ/ჰა |
პერენოსპოროზი |
ვეგეტაციის პერიოდი |
14 (2-3) |
საზამთრო, ნესვი |
1,2-1,5 კგ/ჰა |
ჭრაქი |
ვეგეტაციის პერიოდი |
14 (2-3) |
მზესუმზირა |
1,2-1,5 კგ/ჰა |
ჭრაქი, ფომოფსისი, ფომოზი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, 4-6 ფოთლის ფაზაში და ყვავილობისას |
14 (2-3) |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
1 კგ | 28 ლ |
0.5 კგ | 30 ლ |