საბაკემ დოდინი სკ

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | ფუნგიციდები | საბაკემ დოდინი სკ

საბაკემ დოდინი სკ

დოდინი 500 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

სუსპენზიის კონცენტრატი

ბრენდი

Shandong Binnong Technology Co., Ltd. ჩინეთი

   საბაკემ დოდინი არის ლოკალურ  სისტემური ფუნგიციდი, მას აქვს ორი სახის მოქმედების უნარი, როგორც  სამკურნალო, ისე  პრევენციული. იგი გამოიყენება ხეხილის, ვაზის, ბოსტნეულის და კენკროვნების  დაავადებათა კომპლექსის წინააღმდეგ. მცენარეს იცავს ისეთი დაავადების განვითარებისგან, როგორიცაა: ქეცი, ჭრაქი, ფომოფსისი, ფოთლების სიხუჭუჭე, ჟანგა, რგოლური ლაქიანობები და ა.შ

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას აქვს ფოთოლზე გადანაწილების ძლიერი ეფექტი, ადვილად იჭრება მცენარეში და გავლენას ახდენს,  სოკოს სპორებზე, ბლოკავს მათ და ხელს უშლის დაავადების განვითარებას.

ფუნგიციდით დამუშავების შემდეგ სწრაფად აღწევს მცენარეში და იცავს მის ყველა ნაწილს დაავადებისგან. მისი გამოყენებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია კულტურის კირტების გასკდომიდან და ყვავილობის შემდეგ თბილ კლიმატურ პირობებში, წამლობას შორის ინტერვალი შეადგენს 10-12 დღეს, არახელსაყრელი ამინდის პერიოდში სასურველია დღეების შემცირება.
დოდინის შერევა არ არის რეკომენდირებული ისეთ ნივთიერებებთან, როგორიცაა: 
გოგირდი, ბორდოს ნარევი, კაპტანი, დინოკაპი, ფენოქსიკარბი, სპილენძი, თუთია, კირი.

  • მნიშვნელოვანია შესხურება ჩატარდეს დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისას;
  • მაქსიმალური პრეპარატული შედეგი მიიღწევა ადრეულ გაზაფხულზე დამუშავების დროს.
  • ამჟღავნებს მაღალ ბიოლოგიურ ეფექტურობას +10OC ჰაერის ტემპერატურაზე.



საბაკემ დოდინი - პრეპარატის გამოყენების  უპირატესობები:
- სწრაფად აღწევს მცენარეში, რაც გამორიცხავს ჩამორეცხვას ნალექის შედეგად;
- არ იწვევს რეზისტენტობას;
- პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება;
- პათოგენების ფართო სპექტრი;




გამოყენების რეგლამენტი

კულტურა

ხარჯვის ნორმა

კგ/ჰა

მოქმედების სპექტრი

გამოყენების ვადები

ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა

ვაზი

1,2-1,5

ფომოფსისი,

 ჭრაქი

 

2-3 შესხურება პროფილაქტიკის მიზნით ან სამკურნალო სეზონის მანძილზე 6-8 დღიანი ინტერვალით.

40 (2-3)

ვაშლი, მსხალი

1,2-1,5

ქეცი

პროფილაქტიკური და სამკურნალო შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ვარდისფერი კოკრის ფაზაში 7-14დღიანი ინტერვალით.    

არ გამოიყენოთ ყვავილობის პეიორდში.

40 (2-3)

ატამი, გარგარი, ბალი

1,0-1,5

ცილინდროს-პორიოზი, ანრაქნოზი, ნაცრისფერი ობი , მონილიოზი, ჟანგა, ფოთლების სიხუჭუჭე

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. 1-2 პროფილაქტიკური ან სამკურნალო დამუშავება ყვავილობამდე ყვავილობის შემდეგ ყოველ 7-10 დღეში.

40 (2-3)

ზეთისხილი

1,0-1,5

რგოლური ლაქიანობა

 1-2 დამუშავება ვეგეტაციის დაწყებიდან ყვავილობამდე 10-14 დღიანი ინტერვალებით. არ გამოიყენოთ ყვავილობის პერიოდში

40 (2-3)

პამიდორი

1,0-1,5

ფიტიფტოროზი

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. 1-2 დამუშავება 7-10 დღეში პროფილაქტიკის მიზნით ან სამკურნალოდ

14 (2-3)

ხახვი

1,5-2,0

პენროსპოროზი

1-2 დამუშავება დაავადების გამოჩენამდე ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში

14 (2-3)

გოგრა, საზამთრო, ნესვი

 

პერნნოსპოროზი, ანთრაქნოზი

ვეგეტაციის პერიოდში პროფილაქტიკური ან სამკურნალო

14 (2-3)

მარწყვი

1,0-1,5

ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების ლაქიანობები

ვეგეტაციის პერიოდში პროფილაქტიკური ან სამკურნალო

14 (2-3)

სტაფილო, რეჰანი, კამა, ნიახური

1,2-1,5

ფიტოფტოროზი, ფოთლის ლაქიანობები

ვეგეტაციის პერიოდში პროფილაქტიკური ან სამკურნალო

10 (2-3)

სალათი, ისპანახი, რუკოლა

1,0

პერნოსპოროზი, ანთრაქნოზი

პროფილაქტიკური შესხურება. მაქსიმუმ 3- ჯერ  დამუშავება 7-10 დღიანი ინტერვალით

10 (2-3)

ვარდი, მიხაკი

1,0-1,5

ქეცი, ჟანგა

ვეგეტაციის პერიოდში პროფილაქტიკური ან სამკურნალო

5 (2-3)

 

 

 

მსგავსი პროდუქცია