მთავარი | ფუნგიციდები | სთენდბაი

პირაკლოსტრობინი 250 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულება
სთენდბაი მაღალეფექტური ფუნგიციდია ისეთ კულტურებში გამოსაყენებლად როგორიცაა: ვაზი, სიმინდი, კურკოვნები (გარგარი, ნექტარინი, ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი), კენკროვნები, მარცვლოვნები (ხორბალი, ქერი, შვრია), პომიდორი, კარტოფილი, სოიო, ლობიო, მზესუმზირა, ხახვი, ნიორი, ციტრუსი, ნუში, თხილი, ფისტა, კაკალი, მარწყვი. პრეპარატი უმკლავდება ალტერნარიოზს, ნაყოფის სიდამპლეს, თეთრ სილაქავეს, ფესვის სიდამპლეს, ფუზარიოზს და სხვა კულტურათა ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს.
მოქმედების მექანიზმი:
მოქმედი ნივთიერება პირაკლოსტრობინი არის მაღალი სპექტრის ფუნგიციდი, რომელიც მოქმედებს ასკომიციეტების, ბაზიდიომიცეტების, დეუტერომიცეტებისა და ოომიცეტების კლასის სოკოებზე, მას აქვს დაცვითი, სამკურნალო ტრანსლამინალური და ლოკალურ-სისტემური მოქმედება.
განაპირობებს ფუნგიციდის ღრმა და ხანგრძლივ დამცავ ეფექტს. პრეპარატი ფოკუსირებულია ფოთლის ზედაპირზე, შემდგომ ნაწილდება შიდა ქსოვილებში. აქტიური ნივთიერება ბლოკავს ენერგიის ნაკადს უჯრედებში და იწვევს სოკოების სპორების და მიცელიუმის სიკვდილს.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
პრეპარატი დაავადებათა ფართო სპექტრს უმკლავდება;
აქვს მკვეთად გამოხატული ფუნგიციდური მოქმედება;
ეფექტურია კულტურათა ფართო სპექტრისთვის;
არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
არ იწვევს რეზისტენტობას (შეჩვევას);
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი |
0.8 კგ/ჰა |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30(3) |
ვაშლი, ატამი, თხილი |
3-6 კგ/ჰა |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი, ფოთლების სრულად გაშლის შემდეგ |
30 (3) |
კიტრი, პამიდორი |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე |
20 (2-3) |
ვარდი, ყვავილები |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი, სხვადასხვა ლაქიანობები, ფუზარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდში |
30 (2-3) |
ყაბაყი |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი, ფოთლის ლაქიანობები |
ვეგეტაციის პერიოდში |
30 (2-3) |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
0.25 ლ | 100 ლ |