ზირამი 760 გ/კგ

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

საკრედი

ზირამი 760 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

წყალში დისპერგირებადი გრანულები

ღირებულება

38.00

აირჩიე: 0.500 კგ
ბრენდი

კორუმა კლორ ალკალი სანაი ვე ტიკარეტ ა.ს. თურქეთი

საკრედი არის უმაღლესი კლასის კონტაქტური  მოქმედების ფუნგიციდი ვაზის, ხეხილისა და კაკლოვანი კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, იგი ასევე წარმატებით გამოიყენება ფოთლის ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგაც.

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი და უპირატესობები:

საკრედი მიეკუთვნება დითიოკარბამიდის კლასს. იგი კარგად ნაწილდება ფოთლის ზედაპირზე, ადვილად აღწევს სოკოს სპორებში და ხელს უშლის სოკოს სპორების გაღივებას, ბლოკავს მიცელიუმის ზრდას და აფერხებს სოკოს სუნთქვის პროცესს.  ფუნგიციდს  ახასიათებს განსაკუთრებული თვისებები, იგი შეიცვს თუთიას,რომელიც მცენარის ზრდის მთავარი ჰორმონია, ასევე მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში და ნახშირწყლების ნივთიერებათა ცვლაში.

საკრედი ხასიათდება რეზისტენტობის დაბალი რისკით, მიუხედავად ამისა საჭიროებს პრეპარატის გამოყენების რეგლამენტს ამათუიმ კულტურის დაცვის სისტემაში.  მისი კომბინირება დასაშვებია  სხვადასხვა ფუნგიციდებთან და ინსექტო-აკარიციდებთან, გარდა სპილენძშემცვლელი პრეპარატებისა.

 

·       შეუცვლელი ფუნგიციდი ანტირეზისტენტული პროგრამის შემუშავებისას;

·       პრაქტიკულად უვნებელია ფუტკრებისთვის და სასარგებლო მწერებისთვის;

·       ეხმარება მცენარეს სტრესის მიმართ გამძლეობაში.

 

 

გამოყენების რეგლამენტი

 

კულტურა

ხარჯვის ნორმა

კგ/ჰა-ზე

მოქმედების სპექტრი

დამუშავების ხერხი

ლოდინის პერიოდი, (დამუშავების ჯერადობა)

 

ვაზი

 

1.5-3.0

ჭრაქი, შავი ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში გამოკვირტვისას, კვირტოს გაშლისას

 

7(4)

 

ვაშლი, მსხალი

 

 

1.5-3.0

 

 

 

ლაქიანობები, ქეცი, ჟანგა

 

შესხურება სპილენძით წამლობის შემდეგ, ყვავილობამდე, არ შეასხუროდ მოსავლის აღებამდე 14 დღის განმავლობაში.

 

7(4)

 

 

 

გარგარი

 

1.5-3.0

 

მონილიოზი, კლასტეროსპორიოზი

შესხურება კვირტის გახსნისას, ყვავილობისას ან ყვავილობის შემდეგ 5 კვირის განმავლობაში. არ შეასხურეთ მოსავლის აღებამდე 5 კვირის განმავლობაში.

 

 

7(4)

ალუბალი, ბალი

1.5-3.0

მონილიოზი, ფოთლის ლაქიანობა

შესხურება ყვავილობის წინ

5(4)

ატამი

 

1.5-3.0

ფოთლის სიხუჭუჭე, მონილიოზი, ლაქიანობა, დაფაცხავება ანუ კლასტეროს-პორიოზი

შესხურება ყვავილობის წინ, ასევე ფოთლების დაცვენის შემდეგ და/ან კვირტების გახსნამდე

 

5(4)

კაკლოვნები

 

 

1.5-3.0

კაკლოვნების კიბო, ანთრაქნოზი, ქეცი

 

შესხურება კვირტის დაბერვისას, გააგრძელეთ შესხურება 2 კვირიანი ინტერვალით მაისამდე. , აუცილებელია კულტურის პრეპარატით თანაბარი,  სრულყოფილი დაფარვა.

 

14(5)

 

შეფუთვა ფასი
0.500 კგ 38 ლ

მსგავსი პროდუქცია