ინდოფილი

მანკოცები 720 გ/კგ ლურჯი

კულტურა

თესლოვანი კულტურები, თხილი, პომიდორი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ჭრაქი, ქეცი

ბრენდი

Indofil Industries Limited, ინდოეთი

ღირებულება

1.00 კგ 19.00

ინდოფილი სოკოს გასანადგურებლად ან მისი ზრდის პრევენციისთვის შექმნილი ფუნგიციდია, რომელიც ქიმიური კომპონენტებითა და ბიოლოგიური ორგანიზმებითაა წარმოებული. კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი გამოიყენება ვაშლის, ლობიოს, ჩინური მწარე კვახის, ყვავილოვანი კომბოსტოს, წიწაკის, ვაზის, მიწის, თხილის, სორგოს, ოსპის, სიმინდის, მუსკუსური ნესვის, ხახვის, კარტოფილის, სოიოს მარცვლის, შაქრის ჭარხლის, მზესუმზირის, პომიდვრის, კაკლის, საზამთროსა და თხილის კულტურების ჭრაქოვანი დაავადებებისგან დასაცავად.

ინდოფილის უპირატესობები:

  • გამოყენების ფართო სპექტრი;
  • მაღალი დაცვითი ეფექტი სოკოს უჯრედების წინააღმდეგ;
  • ხარჯვის დაბალი ნორმა;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • ნორმების ფარგლებში გამოყენებისას პრეპარატი არ არის რეზისტენტული;

 

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა კგ/ჰა 

ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) 

ვაზი ჭრაქი (მილდიუ) (Plasmopara viticola) 2-3 30(6)
ვაშლი,მსხალი ქეცი (Venturia inaegualis Winter) 2.5 30(5)
ატამი,გარგარი მონილიოზი (Monilia laxa f.sp.Mali), ნაცრისფერი სიდამპლე (Gleosporium fructigenum) 1.6-3 20(4)
ციტრუსი ანთრაქნოზი (Colletotrichum glocosponoides  1.6-3 15(4)

ნესვი,

საზამთრო

ჭრაქი,(Pseudoperonospora cubensis), ნესვის პერენოსპოროზი (Erysiphe cichoracearum Dc). 1.5-2.5 1(4)
კიტრი პერენოსპოროზი (Pseudoperonospora cubensis) 2-2.5 14(3)
კარტოფილი  ფიტოფტორა (Phytophthora infestans) 1.2-1.6 20(5)
კარტოფილი (სათესლე) ტუბერების დამუშავება 2-2.5 20(3)
პომიდორი ფიტოფტორა (Phytophthora infestans) მაკროსპოროზი (Alternaria solani) 2-2.5 20(5)

 

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

მსგავსი პროდუქცია