კორზაქვინი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

კორზაქვინი

ციპროდინილი 375 გ/კგ + ფლუდიოქსინილი 250 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

წყალში ხსნადი გრანულები

ღირებულება

250.00

აირჩიე: 0.200 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი

დაავადება / მავნებელი

ჭრაქი, ქეცი, ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი

ბრენდი

Koruma Klor Alkali Sanay ve Ticaret A.S, თურქეთი

კორზაქვინი სხვადასხვა ქიმიური კლასის ორი ნივთიერების უნიკალური კომბინაციაა, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. კორზაქვინი იდეალურად უმკლავდება ნაცრისფერი სიდამპლის (Botrytis cinerea) და მეორადი სიდამპლის მიზეზებს. პრეპარატი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს მცენარეთა დაცვის მიმართულებით. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, პომიდვრის, წიწაკის, კენკროვნების, ბადრიჯნის და მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლის სამკურნალოდ.

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

კორზაქვინი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილებში, აქვს კარგი აკროპეტული და ლამინარული ტრანსლოკაცია. სეზონზე, დაავადების განვითარების კრიტიკულ ფაზაში ვაზის კულტურაში გამოიყენება 1-3 ჯერადობით. შესხურება ვეგეტაციის პერიოდში უნდა მოხდეს 14-21 დღიანი ინტერვალით. პრეპარატის ხარჯვის ნორმა ვაზის შემთხვევაში 0.6-1.2.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • სისტემური, დაცვითი და სამკურნალო თვისებები;
  • ფოთლების მაღალეფექტური დაცვა, ნებისმიერი ინფექციური ფონისგან, მიუხედავად ჰაერის ტემპერატურისა;
  • რეზისტენტობა (შეგუება) გამორიცხულია;
  • სწრაფად შეიწოვება მცენარის მიერ და არ ირეცხება წვიმისგან;
  • აქვს ეკონომიური ხარჯვის ნორმა;
  • არ ახასიათეს ფიტოტოქსიკურობა;
  • პრეპარატი გამოიყენება ხეხილის სხვა ფუნგიციდებთან კომბინაციაში;
  • დაცვითი ხანგრძლივობა 7-10 დღე (დაავადების მიხედვით);
  • სამკურნალო მოქმედება 36 საათის განმავლობაში;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • დაბალტოქსიკურია ფუტკრებისა და ფრინველებისათვის;
  • ტოქსიკურია თევზებისათვის;
  • შეინახეთ პესტიციდებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას;
  • შეწამვლისას მოარიდეთ კანთან და სასუნთქ გზებთან კონტაქტს, გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა;

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა ლ/ჰა დრო ბოლო შესხურებიდან მოსავლის აღებამდე
ვაზი მტევნის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea) 0.6-1.2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 14-21 დღიანი ინტერვალით
პომიდორი

ნაყოფის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea)


0.6-1

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით
კიტრი (დახურული გრუნტი) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით
წიწაკა(დახურული გრუნტი) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-14 დღიანი ინტერვალით
კურკოვნები: ატამი, ქლიავი, ბალი,ალუბალი, გარგარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღიანი ინტერვალით

თესლოვანი: ვაშლი, კომში, მსხალი

ქეცი, მონილიოზი, პენიცილიუმი, ნაცრისფერი სიდამპლე, ნაყოფების სიდამპლე, ალტერნარიოზი, ფუზარიოზული სიდამპლე, ხეხილის ვარჯის და ღეროების კიბო, ანთრაქნოზი (Botrytis cinerea)

0.6-1

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაავადებათა პირველი სიმპტომების აღმოჩენისას, ადრეული ნაყოფის გამოჩენისთანავე 10-12 დღიანი ინტერვალით

მარწყვი ნაყოფის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea) 0.6-1

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: ყვავილობამდე, ყვავილობის შემდეგ და მოსავლის აღების წინ 14-21 დღიანი ინტერვალით.

 

ბადრიჯანი ნაყოფის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea) 0.6-1

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, დაავადებათა პირველი სიმპტომების აღმოჩენისას 7-14 დღიანი ინტერვალით

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.200 კგ 250 ლ

მსგავსი პროდუქცია