პრივატი

დეფენოკონაზოლი 250 გ/ლ

კულტურა

კურკოვანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი

დაავადება / მავნებელი

ქეცი

ბრენდი

Zhejinang Heben, ჩინეთი

ღირებულება

250.00 გ 85.00

პრივატი - სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, ვაშლის ქეცის, კურკოვნებისა და ციტრუსოვანი კულტურების ძირითადი დაავადებების წინააღმდეგ. პრივატს გააჩნია ბრწყინვალე მოქმედება მაღალი ინფექციური ფონის დროსაც, უზრუნველყოფს როგორც ფოთლების, ასევე ნაყოფების მაღალეფექტურ დაცვას. პრივატს ახასიათებს მოქმედების ხანგრძლივობა და დაბალი ხარჯვის ნორმა. პრეპარატს გააჩნია საუკეთესო პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება.

უპირატესობები:

  • მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეზე
  • გამოყენების მოქნილი დრო (კოკრები, ყვავილობა, გამონასკვა, ნაყოფის ფორმირება)
  • დროის და დანახარჯების ეკონომია
  • საუკეთესო ეკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური მახასიათებლები

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი, გამოყენების ჯერადობა
ვაშლი ქეცი (Venturia inaequalis Winter.), ნაცარი (Podosphaera leucotrica Salm.) 0.2-0.3 20 (4)
მსხალი ლტერნარიოზი (Alternaria alternate ) 0.3 14 (4)
ატამი ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina deformans Fuck.) 0.3 14 (2)
გარგარი კლასტეროსპოროზი (Coryneum beijerinckii), ქეცი (Venturia inaequalis Winter.) 0.2-0.3 14 (2)
ალუბალი,ბალი კოკომიკოზი (Blumeriella jaapii), (Coccomyceces –stigmina carpophila) 0.2 14 (2)
ციტრუსები ქეცი (Sporotrichum citri Butl.), ალტერნარიოზი (Aspergilus niger Van Tiegh.) 0.5-0.6 20 (3)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

მსგავსი პროდუქცია