პროპკონაზოლი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მთავარი | ფუნგიციდები | პროპკონაზოლი

პროპკონაზოლი

პროპიკონაზოლი 250 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

60.00

აირჩიე: 0.5 ლ 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, თესლოვანი კულტურები, თხილი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ნაცარი

ბრენდი

Nanjing Bestgreen Chemical Co., Ltd, ჩინეთი

ფართო სპექტრის სისტემური მოქმედების ფუნგიციდი გამოიყენება ვაზის, კურკოვანი, თესლოვანი, გოგროვანი, პარკოსანი და სხვადასხვა ბოსტნეულ კულტურებში სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პროპკონაზოლი სწრაფად იჭრება მცენარეში და ახასიათებს მაღალი აკროპეტალური და ბაზიპეტალური გადააადგილების უნარი. ის კარგად ნაწილდება მცენარეში და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ და ეფექტურ დაცვას.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • გამოყენების ფართო სპექტრი;
  • გამოიყენება განვითარების ყველა სტადიაში;
  • ხანგრძლივი დაცვა;
  • დაბალი ხარჯვის ნორმა;
  • იცავს მცენარეს ერთდროულად რამდენიმე დაავადებისგან (ქეცი, ნაცარი);
  • ასტიმულირებს სანაყოფე კვირტების ჩასახვას;
  • მოქნილი გამოყენების დრო ( ყვავილობა, ნაყოფების ზრდა);
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • არ ირეცხება წვიმით შესხურებიდან 2 საათში;
  • დამცავი და სამკურნალო მოქმედება;
  • თავსებადია სხვა პესტიციდებთან კომბინირებულ ნაზავებში;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პროფილაქტიკური დამუშავება, ან დაავადების ადრეულ სტადიაში პრეპარატის გამოყენება იძლევა საუკეთესო შედეგს;
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი ფოთოლზე ნამის შემთხვევაში, ან თუ შესხურების შემდეგ, 2 საათის განმავლობაში ნავარაუდებია ნალექი;
  • პრეპარატით დამუშავება უნდა მოხდეს კულტურებში დაავადების გამოვლენისთანავე;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი შეწამვლა 21 დღის შემდეგ;
  • ხსნარი არ უნდა მომზადდეს საკვებად გამოსაყენებელ ჭურჭელში;
  • შესხურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი აღჭურვილობით: სპეცტანსაცმელი, რესპირატორი, სათვალე და ხელთათმანები;
  • თუ პრეპარატი მოგხვდებათ თვალზე, ან კანზე, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით;
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, წამლებისა და საკვებისგან მოშორებით;

 

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი,დღე
ვაშლი,მსხალი ჟანგა (Gymnosporangium), ნაყოფების ლპობა (Monilia mali) 0.25-0.3 30(2)
სამარცვლე პარკოსნები სეპტორიოზი (Phaseolus vulgaris (L.), ბაქტერიოზი (Xanthomonas phaseoli, Corynebacterium flaccumfaciens, Pseudomonas phaseolicola), ბარდის ლაქიანობა (Pseudomonas pisi Sackett) 0.15 20(3)
კიტრი ნაცარი (Erysiphe cichoracearum f. cucurbitacearum, Sphaerotheca fuliginea. f. cucumis.) 0.4 25(3)
ვაზი ნაცარი (Peronospora viticola), სიდამპლე (Guignardia bidwellii Vialet Rav.) 0.2-0.25 30(4)
ხორბალი,ქერი მურა ჟანგაღეროს ყვითელი ჟანგანაცარისეპტორიოზიხორბლის ნაცარი (Erysiphe graminis), ქერის ნაცარი (Oidium monilioides Link.), მურა ჟანგა (Puccinia recondita Rob. et Desm. f. tritici Eriks), ღეროს ყვითელი ჟანგა (Puccinia striiformis West.), ჰელმინტოსპორიოზი (Helminthosporium sativum Р.), სეპტორიოზი (Septoria tritici Rob. et Desm.) 0.2-0.25 20(3)
ატამი,ქლიავი, გარგარი ნაცარი (Sphaerotheca pannosa Lev.var. percicae Woronich) 0.4-0.5 20(3)
რაფსი თეთრი სილაქავე (Albugo candida Ktze.), ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიდიოზი) (Botrytis cinerea), რაფსის თეთრი სიდამპლე (სკლეროტინიოზი) (Sclerotinia sclerotiorum), რაფსის ფომოზი (ღეროსა და ფესვის კიბო), (Phoma lingam Desm.), რაფსის ალტერნარიოზი (შავი სილაქავე), (Alternaria brassicae Sacc.), რაფსის ნაცარი (პერენოსპოროზი) (Peronospora brassicae Gaeum.), რაფსის ობი (Typhula incarnata (Fr.) jasch., T. ishikariensis Imail, T. sclerotioides Remsber) 0.4 25(2)
შაქრის ჭარხალი,თხილი ჭარხლის ცერკოსპოროზი, (Cercospora beticola Sacc.), ნაცარი ან პერენოსპოროზი (Peronospora schachtii Fckl.), თხილის ფომოზი (Phoma betae Frank), ფესვის სიდამპლე (Phomabetae, P.debaryanum, Aponomyces levis), ჭარხლის ფესვურა (Phoma betoe, Pythium ultimum Throw., Aphanomyces cochlioides Drechsler, Rhizostonia solani Kuhn.) 0.5 25(2)
თხილი ნაცარი (Philalaqtinia coryli), ჟანგა (Septoria populi) 0.5 -

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
0.5 ლ 60 ლ
1 ლ 60 ლ

მსგავსი პროდუქცია