მუსტანგი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

მუსტანგი

ტებუკონაზოლი 430 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

სუსპენზია კონცენტრატი

ღირებულება

60.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, თესლოვანი კულტურები, თხილი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ნაცარი

ბრენდი

SHANDONG BINNONG TECHNOLOGY Co., Ltd., ჩინეთი

ტებუკონაზოლი გამოიყენება ხორბლის ქერისა და შვრიის სათესლე მასალების დასამუშავებლად, ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა მტვრიანა და მაგარი გუდაფშუტა, ნაცარი, ჰელმინთოსპორიოზი, სეპტორიოზი და ფესვის ფუზარიოზული  სიდამპლე. ტებუკონაზოლი მიეკუთვნება ტრიაზოლინის კლასის წარმომადგენლებს, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტური წარმოებისათვის.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი თრგუნავს დაავადებებს, რომლებიც სოკოს ზოოსპორებით ვრცელდებიან, როგორც მარცვლის ზედაპირზე ისე მის შიგნით ჩანასახში. აქტიური ნივთიერება ტებუკონაზოლი აფერხებს ერგოსტეროლის სინთეზს პათოგენების უჯრედებში, რომელიც ხელს უშლის უჯრედული მემბრანების წარმოქმნას, არღვევს მეტაბოლურ პროცესებს, რაც იწვევს პათოგენების სიკვდილს, შესაბამისად, უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ ფუნგიციდურ ეფექტს.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ხასიათდება პროფილაქტიკური, სამკურნალო და დამცავი მოქმედებით;
  • აქვს ზრდის მარეგულირებელი ეფექტი;
  • აჩერებს დაავადების განვითარებას, დაავადების ადრეულ ეტაპებზე;
  • მისი გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან;
  • აუმჯობესებს მცენარეების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და ხელს უშლის მათ ნაადრევ დაბერებას;
  • დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი;
  • ფოთლის დაავადებების ეფექტური პრევენცია;
  • მარცვლოვანი კულტურების ყველაზე მავნე დაავადებებისგან დაცვის, სისტემების შესანიშნავი კომპონენტი;
  • მაღალი საწყისი აქტივობა - შესხურებიდან რამდენიმე საათში;
  • დამცავი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი მთელი ვეგეტაციის განმავლობაში;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი აპარატურით, რომელიც გამოიყენება თესლის დასამუშავებლად, რომელიც თანაბრად გადაანაწილებს პრეპარატს თესლის ზედაპირზე და აკმაყოფილებს სანიტარულ - ჰიგიენურ მოთხოვნებს;
  • პრეპარატი ინახება მშრალ, პესტიციდების შესანახად განკუთვნილ საწყობში;
  • ფუნგიციდური მკურნალობა უნდა ჩატარდეს ადრეულ, ან საღამოს საათებში +15-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე;
  • სამუშაო ხსნარი რეკომენდებულია მომზადდეს უშუალოდ  ფუნგიციდური დამუშავებისთანავე;

 

კულტურა

დაავადება

ხარჯვის ნორმა

/ჰა

ლოდინის პერიოდი

ვაზი

ნაცარი (Perenospora viticola)

0,2

21

ვაშლი

ნაცარი (Podosphaera leucotricha)

0,3

7

კიტრი (ღია გრუნტი)

ნაცარი (Erysiphe cichoracearum)

0,15

7

ატამი

ნაცარი (Spaeroheca pannosa), ნაყოფის სიდამპლე (Monilia cinerea)

0,3

7

თხილი

ნაცარი (Philaloqtinia coryli)

0,3-0,4

20 (3)

ხორბალი

ჟანგა (Puccinia recondite), სეპტორიოზი (Septoria tritici), ნაცარი (Erysiphe graminis)

0,25

15

ვარდი

ეთერ-ზეთოვანი

ჟანგა (Pharagmidium subcorticium), ნაცარი (Spaerotheca panosa)

0,5-1,5

20 (2)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 ლ 60 ლ

მსგავსი პროდუქცია