ოლეულუქი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ოლეულუქი

პარაფინის მინერალური ზეთი 98% w/w (წ/წ) 83% წ./მოც

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

11.00

აირჩიე: 5 ლ 25 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი, ნუში

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, ფარიანები,ცრუფარიანები, ტკიპები

ბრენდი

LERIDA UNION QUIMICA, S.A. (LUQSA), ესპანეთი

ოლეულუქი უნიკალური სისტემური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც სასოფლო - სამეურნეო კულტურების  მავნებელთა მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება.

 

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

ოლეულუქი მოზამთრე მავნებლებთან საბრძოლველად აქტიურად გამოიყენება. ზეთი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მცენარის გარკვეული დაავადებების გავრცელებას, ან სპორების განვითარებას. პრეპარატის წყალხსნარის შესხურებისას გასანადგურებელი მავნებლების მოზამთრე სტადიები იფარებიან მინერალური ზეთის თხელი აპკით, რაც იწვევს მავნებლის და მისი კვერცხების სასუნთქი გზების გადაკეტვას და სუნთქვის შეჩერებას.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • უნიკალური მოქმედი ნივთიერება ფარავს და ხელს უშლის მავნებლების განვითარებას ნებისმიერ სტადიაზე;
  • პარაფინის ზეთი ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მცენარის გარკვეული დაავადებების გავრცელებას ან სპორების განვითარებას;
  • პრეპარატს ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი;
  • ხარჯვის ნორმების დაცვის შემთხვევაში პრეპარატი არ იწვევს რეზისტენტობას (შეჩვევას);
  • პარაფინის ზეთი ასევე გამოიყენება აქტიური ინგრედიენტების დასაშლელად და ინსექტიციდების, ფუნგიციდების, ჰერბიციდების მოსამზადებლად;
  • ოლეულუქი უნიკალური მოქმედი ნივთიერება იძლევა მნიშვნელოვან სინერგიულ ეფექტს შხამქიმიკატების  მიმართ დამოკიდებულების შესაზღუდად;
  • პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური;

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • ოლეულუქის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მავნებელთა ბრძოლაში საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, მცენარის ზედაპირზე პრეპარატი უნდა გადანაწილდეს თანაბრად  და სრულად. წამლობა ტარდება ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე.

 

კულტურა  მავნებელი  ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ჯერადობა ლოდინის პერიოდი (დღე)

 ვაშლი,მსხალი,ატამი

მავნებლების მოზამთრე ფაზები შესხურება კვირტების გახსნამდე 1,5-2% 1 25-30

ალუბალი,ბალი

25-30

ვაზი

10-15

ციტრუსები

30-35

 კაკალი,თხილი,ნუში

25-30

დეკორატიული მცენარეები

15

დამატებითი ინფორმაცია:

პრეპარატის წყალხსნარის შესხურებისას გასანადგურებელი მოზამთრე სტადიები იფარებიან მინერალური ზეთის თხელი აპკით, რაც იწვევს მავნებლის და მისი კვერცხების სასუნთქი გზების გადაკეტვას და სუნთქვის შეჩერებას.

ოლეულუქის ტოქსიკური ეფექტი გამომდინარეობს მავნებლებისთვის ყველა სტადიაზე (კვერცხიდან იმიგომდე)ჰაერცვლისა და წყლის ბალანსის მოშლით. ზეთი კარგად ეკვრის და ეწებება ზედაპირს, ახშობს სასუნთქ მილებს, ტრახეებს, რაც იწყვევს ტრანსპირაციის და ჰაერცვლის მოშლას და ასფიქსიას (მოგუდვას).

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

 უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
5 ლ 11 ლ
25 ლ 10 ლ

მსგავსი პროდუქცია