ბი პრიდი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ბი პრიდი

იმიდაკლოპრიდი 600 გ/ლ

პრეპარატული ფორმა

სუსპენზია კონცენტრატი

ღირებულება

110.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, თესლოვანი კულტურები, კარტოფილი, საზამთრო

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო

ბრენდი

SHANDONG BINNONG TECHNOLOGY Co., Ltd., ჩინეთი

ბი პრიდი სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდია. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, იმიდაკლოპრიდი, მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდების ჯგუფს, რომელიც ეფექტურია თესლის შესაწამლად და სხვადასხვა სასოფლო - სამეურნეო კულტურების დასამუშავებლად. ბი პრიდს, სხვა პრეპარატებისგან განხვავებით, გააჩნია ეფექტური მოქმედების მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს რეზისტენტობას (შეჩვევას).

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატის მოხვედრა მავნებლის ორგანიზმში (კოლორადოს ხოჭო, მავთულა ჭიები, მარცვლეულის ბუზები და ა.შ) ბლოკავს ნერვულ იმპულსებს. იმიდაკლოპრიდი მავნებლის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის მეშვეობით ხვდება. პრეპარატი ხანგრძლივი ეფექტის წყალობით იცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნერგებს, პარაზიტული მწერებისგან.

 

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ბი პრიდით დამუშავებული სათესლე მასალა სრულად დაცულია ფოთლოვანი და ნიადაგური მავნებლებისაგან;
  • ეფექტურიროგორც მწუწნი, ასევე მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ;
  • გააჩნია დამატებითი მასტიმულირებელი უნარი (ანტისტრესული ეფექტი);
  • გამოიყენება მარცვლოვანი კულტურებისთვის, კარტოფილის ტუბერების, მზესუმზირისა და სიმინდისთვის;
  • დაცვითი ეფექტი ნარჩუნდება 14-28 დღე;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;

 

პესტიციდი მოამზადეთ,  სათესლე მასალის თესვის წინ;

ü    შეწამვლა განსხვავდება კულტურების  მიხედვით. ქერში, შვრიაში და ჭვავში 0.6 – 0.8/ 1ტ  თესლის დასამუშავებლად 15ლ წყალში იხსნება. ეფექტურად ებრძვის ბუგრებს, რწყილებს, მწუწნ და მღრღნელ ჭიებს. კარტოფილის შესაწამლად საჭიროა 1 ტონა თესლზე 600-800 გრამი ბი პრიდი გავხსნათ 10- 15 ლიტრ წყალში;

 

თვისებები:

  • მცენარეებში ნარჩენი რაოდენობის დინამიკის შესწავლამ აჩვენა, რომ იმიდაკლოპრიდი, ძირითადად, ფოთლებში აღწევს სისხლძარღვთა სისტემის  მეშვეობით და პრაქტიკულად არ შედის ნაყოფში, რაც მიუთითებს პრეპარატის  გამოყენების უსაფრთხოებას წვეთოვანი მორწყვის დროს;
  • მავნებლის ტრაქტში მოხვედრისას, 120 წუთის შემდეგ იწყებს მოქმედებას (არღვევს ნერვულ იმპუსებს) და 24 საათის განმავლობაში მავნებელი იღუპება;
  • კარგად მუშაობს თითქმის ყველა ფუნგიციდთან, ზრდის სტიმულატორთან და მიკროსასუქთან, რომლებიც არ შეიცავენ ძლიერ ტუტე ნაერთებს;

კულტურა მავნებელი გამოყენების ნორმა(ლ/1ტ თესლზე) მეთოდი, გამოყენების პერიოდი
საშემოდგომო ხორბალი
ქერი
შვრია
ჭვავი
ბუგრები (Aphis), რწყილები (Philot reta atra f, PH. Undulata Kutch., PH. Nigripes), ჭიჭინობლები (Oulema melapus), პურის ბზუალა (Zabrus tenebriodes elongates Men.), მწუწნი და მღრღნელი მწერები 0.6 სათესლე მასალის
 შეწამლვა
კარტოფილი

მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო (Leptinotrasa decemlineata Say.),ტუბერის ჩრჩილი (Phthorimaea), მაისის ხოჭო (Melolontha), ბუგრები
0.4 ტუბერების შეწამლვა
 კარტოფილი  მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო (Leptinotrasa decemlineata Say.),ტუბერის ჩრჩილი (Phthorimaea), მაისის ხოჭო (Melolontha), ბუგრები 0.6 ბაზოს ფსკერის დანერგვა
წინა დამუშავება

შესხურების გზით დამუშავება:

კულტურა მავნებელი გამოყენების ნორმა(ლ/1ტ თესლზე)
ვაზი ყურძნის ჭია (Lobesia Botrana Schiff) 0.07-0.1
ვაშლი
ვაშლის ნაყოფჭამია (Carpocapsa pomoella L,) ვაშლის ბუგრი (Aphis pomi Deg.), კალიფორნიის ფარიანა (Diaspidiorus (Quadraspidiotus) pernicisus Comst.), მენაღმე ჩრჩილი (Phyllonorycter spp.)
0.07-0.1
ატამი ბუგრები, ვაშლის ბუგრი (Aphis pomi), აღმოსავლური ნაყოფჭამია
 (Carpocapsa pomonella L)
0.04-0.05
პომიდორი,
კიტრი
აბამბის ხვატი (Hilicoverpa armigera),
ბაღჩის ბუგრი (Aphis gossipi Glov.)
0.04-0.05
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotrasa decemlineata) 0.04-0.05
საზამთრო/ნესვი ბუგრები   0.04-0.05
ხორბალი პურის ბზუალა (Zabrus tenebriodes elongates Men.) 0.1
სიმინდი სიმინდის ხოჭო (Agriotes spp.) 0.1
ვარდი ვარდის ბუგრი (Macrosiphum rosae L,), ჭრელი ჭიჭინობელა (Eupteryx atropunctata Goeze.)  კოკრიჭამია ცხვირგრძელა (Athonomus pomorum L,) 0.025-0.05

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.



შეფუთვა ფასი
1 ლ 110 ლ

მსგავსი პროდუქცია