სტარ 20

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

სტარ 20

აცეტამიპრიდი 200 გ/კგ

პრეპარატული ფორმა

სველებადი ფხვნილი

ღირებულება

75.00

აირჩიე: 0.1 კგ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

კარტოფილი, ხახვი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

ახალი თაობის სისტემური მოქმედების, ნეონიკოტინოიდური ჯგუფის, ინსექტიციდს, სტარ 20-, სხვა ინსექტიციდებისაგან განსხვავებით, მოქმედების უნიკალური მექანიზმი გააჩნია. გამოიყენება მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. პრეპარატი არღვევს  ნერვული იმპულსის გადაცემას და იწვევს აღგზნებას, რისგანაც მავნებელი მალევე იღუპება. წარმატებით გამოიყენება კარტოფილის, კიტრის, ბაღჩეულის, სათბურის პომიდვრისა და სხვა კულტურებში გავრცელებულ მავნე მწერებთან საბრძოლველად. ეფექტურია თრიფსების, რაფსის ხოჭოს, ბუგრების, კოლორადოს ხოჭოს, პურის ბზუალას წინააღმდეგ.

მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატს გააჩნია სისტემურ-კონტაქტური მოქმედების თვისება, იგი კარგად გადაადგილდება მცენარეშიმოქმედების ახალი მექანიზმის გამო შეგუების (რეზისტენტობის) შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სტარ 20- გააჩნია კარგი თერმოსტაბილურობა და დაცვითი პერიოდი 14-21 დღედაბალტოქსიკურია თბილსისხლიანების მიმართ. ხასიათდება კარგი სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედებით, რის გამოც ის შეიწოვება მცენარის მიერ და ვრცელდება მის ყველა ნაწილზე, ამიტომ პრეპარატის გამოყენების ეფექტი ვლინდება მცენარეების დაუმუშავებელ ადგილებზეც. მწერების სახეობიდან გამომდინარე, პრეპარატს აქვს მაღალი ტოქსიკური მოქმედება მავნებლის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე: კვერცხებზე, ლარვებზე და ზრდასრულ მავნებლებზე;

 

 პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • იცავს მცენარეს მავნებელთა ფართო სპექტრისგან;
  • გააჩნია ხარჯვის დაბალი ნორმა;
  • აქვს მაღალი ეფექტურობა;
  • სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში არ კარგავს ეფექტური მოქმედების უნარს;
  • მავნებელი იღუპება პრეპარატთან უშუალო კონტაქტისას;
  • მაღალ ტემპერატურაზე პრეპარატს, გააჩნია მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობა;
  • პრეპარატის მიღების შედეგი შესამჩნევია შესხურებიდან 1 საათის შემდეგ;

 

 პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარატი თავსებადია ბევრ პესტიციდთან, გარდა ძლიერი ტუტეებისა;
  • პრეპარატი მაღალტოქსიკურია ფუტკრების მიმართ (საჭიროა შესხურების წინ ფუტკრების იზოლაცია, დაახლოებით 2 დღით);
  • მიზანშეწონილია დამუშავების დაწყება მაშინ, როდესაც მავნებლების რაოდენობა გადააჭარბებს ეკონომიკურ ზღვარს (რაოდენობიდან გამომდინარე);
  • პრეპარატი უნდა გაანაწილოთ მცენარის ფოთლის ზედაპირზე თანაბრად, კარგად მორგებული აღჭურვილობით;
  • სამუშაო ხსნარის მოცულობა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მთლიანად დაფაროს კულტურის ფოთლის ზედაპირი;
  • უნდა მოხდეს შეწამვლა დილის, ან საღამოს საათებში;
  • თუ შეწამვლიდან მალევე მოვა ნალექი (წვიმა), უმჯობესია პროცესის ხელახალი განმეორება;

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/პა
ლოდინის
პერიოდი.  (გამოყენების ჯერადობა)

პომიდორი, კიტრი

(ღია გრუნტი)

ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii Glow.), ბამბის ხვატარი (Heliothis obsoleta), ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum West) 0.2 - 0.25 20 (1)

პომიდორი, კიტრი

(დახურული გრუნტი)

 ბაღჩის ბუგრი (Aphis gossypii Glow.), ბამბის ხვატარი (Heliothis obsoleta), ფრთათეთრა (Trialeurodes vaporariorum West) 0.15-0.2 1 (1)

ხორბალი
ბაღლინჯო, მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps Put.) 0.05-0.075 28 (1)
ხორბალი პურის ბზუალაბზუალა (Zabrus tenebriodes elongates Men.) 0.15-0.175 -1
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.) 0.025-0.03 28(1)
კარტოფილი კარტოფილის ჭიამაია (Phthrimaea operculella Zell.) 0.1-0.08 28(1)
საძოვრები,
კალიებით
დასახლებული მიწის
ნაკვეთები, ველური
მცენარეულობა
კალიები, კუტკალია აზიური ანუ გადამფრენი კალია (Locusta migratoria L.), იტალიური კალია ანუ პრუსი (Calliptanusitalicus L.), ამიერკავკასიის იტალიური კალია (Caliptanus tenuicercis T.rb.), უდაბნოს იტალიური კალია(Calliptanus barbarous cephalotes F.W.), მაროკოული კალია (Dociostraurus marcoccanusThnb.), ეგვიპტური კალია (Anacridium aegyptium L.) 0.06-0.08 28 (1)

 

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

შეფუთვა ფასი
0.1 კგ 75 ლ

მსგავსი პროდუქცია