მთავარი | ინსექტიციდები | ალარმი
![](https://agronom.com.ge/storage/media/image/2024-05-14/3f971910-11cc-11ef-b4ff-97377b9c5839.png)
ალფა-ციპერმეტრინი 100 გ/ლ
პრეპარატული ფორმა ღირებულება![in stock](https://agronom.com.ge/images/in_stock.png)
ალარმი არის კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების მაღალ ეფექტიანი ინსექტიციდი. იგი გამოიყენება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში მწუწნი და მღრღნელი მავნებელების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
ალარმი არის სინთეზური პირეტროიდები, რომელიც ზემოქმედებს მავნებელი მწერების ნერვულ სისტემაზე, არღვევს უჯრედის მემბრანას და ნერვული სისტემის დამბლის შედეგად მავნებელი ადვილად იღუპება. პრეპარატი ეფექტურია მწერის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე გამოსაყენებლად, ის მოქმედებს მავნებელზე, როგორც უშუალოდ კონტაქტაქტისას (შესხურებით), ასევე მცენარეების კვების დროსაც. იგი ეფექტურია არასაიმედო ამინდურ პირობებშიც კი, ვინაიდან ადვილად შეიწოვება მცენარეში და სწრაფად მოქმედებს მავნებელზე.
გამოყენების რეგლამენტი:
კულტურა |
ხარჯვის ნორმა ლ/ჰა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების პერიოდი |
ლოდინის პერიოდი (დამუშავების ჯერადობა) |
ვაზი |
0,4-0,5 |
ფოთლიხვევიები |
ვეგეტაციის პერიოდი |
25 (2) |
ვაშლი, მსხალი |
0,4-0,5 |
ვაშლის ნაყოფჭამია ფოთლიხვევიები |
ვეგეტაციის პერიოდი |
25 (2) |
პამიდორი |
0,4 |
ბამბის ხვატარი, ბუგრები |
ვეგეტაციის პერიოდი |
15 (2) |
კარტოფილი |
0,2 |
კოლორადოს ხოჭო ბუგრები |
ვეგეტაციის პერიოდი |
15 (2) |
კომბოსტო |
0,5 |
თეთრულები, ჩრჩილები ხვატრები |
ვეგეტაციის პერიოდი |
15 (2) |
მარცლოვნები |
0,4 |
ხვატრები, ბუგრები, თრიფსები, რწყილები, მავნე კუსებურა |
ვეგეტაციის პერიოდი |
15 (2) |
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
· მდგრადია ნალექების მიმართ (არ ჩამოირეცხება);
· ეკონომიური ხარჯვის ნორმა;
· პრეპარატი ეფექტურად მოქმედებს მაღალ ტემპერატურაზეც;
· ეფექტურია მწერების განვითარების ყველა სტადიაში;
· მავნე მწერების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ გამოიყენება;
· არაფიტოტოქსიკურია რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას;
· თავსებადია ინსექტოაკარიციდებთან, ფუნგიციდებთან და წყალში ხსნად მინერალურ სასუქებთან, რომლებსაც არ ახასიათებს ტუტე რეაქცია;
· ხელს უწყობს მოსავლის რაოდენობის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას;
· აქვს ხანგრძლივი დაცვითი ეფექტი მავნებლებზე.