ალფა ლაიფი

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ალფა ლაიფი

ალფა-ციპერმეტრინი 100გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

25.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

სიმინდი, ვაზი, კურკოვანი კულტურები, ციტრუსი, პომიდორი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, კოლორადოს ხოჭო

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

ალფა ლაიფი მაღალი ხარისხის კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების მაღალეფექტური ინსექტიციდია, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. 

იგი გამოიყენება ისეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, როგორიცაა: ბოსტნეული, ხეხილი, დეკორატიული კულტურები, ვაზი და სატყეო მეურნეობები. პრეპარატი უკონკურენტოა მწუწნი და მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მოქმედების მექანიზმი:

ალფა ლაიფი პირდაპირ მოქმედებს მწერის ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე და არღვევს უჯრედის მემბრანას. პრეპარატი ეფექტურია მწერების განვითარების ყველა სტადიაზე, მავნე მწერების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ. ალფა ლაიფი არის ყველაზე ეფექტური სწრაფი მოქმედების სინთეზური პირეტროიდული ინსექტიციდი მავნებლების გასანადგურებლად. პრეპარატს აქვს სწრაფი დესტრუქციული ეფექტი მავნებლებზე, მათ შორის არასასურველ ამინდობრივ პირობებშიც. ის მოქმედებს მავნებლებზე, რომლებიც უშუალო კონტაქტში არიან პრეპარატთან ასევე, იმ მცენარეებით კვებისას, რომლებიც დამუშავებულია ინსექტიციდით. მავნებლები ნერვული სისტემის დამბლის შედეგად იღუპებიან.

 პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • მდგრადია ნალექების მიმართ (არ ჩამოირეცხება);
  • ეკონომიური ხარჯვის ნორმა;
  • პრეპარატი ეფექტურად მოქმედებს მაღალ ტემპერატურაზეც;
  • ეფექტურია მწერების განვითარების ყველა სტადიაში;
  • მავნე მწერების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ გამოიყენება;
  • არაფიტოტოქსიკურია რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას;
  • თავსებადია ინსექტოაკარიციდებთან, ფუნგიციდებთან და წყალში ხსნად მინერალურ სასუქებთან, რომლებსაც არ ახასიათებს ტუტე  რეაქცია;
  • ხელს უწყობს მოსავლის რაოდენობის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას;
  • აქვს ხანგრძლივი დაცვითი ეფექტი მავნებლებზე;
  • პრეპარატის დაცვითი ეფექტი 14 დღე გრძელდება, რაც დამოკიდებულია ამინდსა და მავნებლის გავრცელებაზე;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • რეკომენდებულია კერძო მეურნეობაში გამოსაყენებლად;
  • ინსექტიციდით მკურნალობა, უნდა მოხდეს მავნებლის გამოჩენისთანავე;
  • რეზისტენტობის რისკის შესამცირებლად, პრეპარატის გამოყენება  უნდა  მოხდეს რეკომენდებული დოზებითა და  სხვა ქიმიური კლასის ნაერთების  ინსექტიციდებთან მონაცვლეობით;
  • პრეპარატით მცენარე მუშავდება შესხურების გზით;
  • სავალდებულოა სამუშაო ხსნარით მცენარისა და ღეროს დამუშავება  სრულად, ერთგვაროვანი დაფარვით;
  • მოქმედების ეფექტის გასაზრდელად მცენარე უნდა შეიწამლოს დილით, ან საღამოს;
  • შესხურებამდე აუცილებელია დოზების სწორად გამოთვლა;
  • გახსენით სუფთა წყალში და კარგად აურიეთ;
  • სამუშაო ხსნარი, უნდა მომზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ, რათა პრეპარატმა არ დაკარგოს ეფექტურობა მავნებლის წინააღმდეგ;
  • ცენარის დამუშავება უნდა მოხდეს 2 - ჯერ (სეზონზე), დამუშავებებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია მავნებლის პოპულაციაზე;

 

კულტურა მავნებელი გამოყენების ხერხი და დრო ხარჯვის ნორმა ლ /ჰა დღეები
ვაზი ფოთლიხვევიები (Sparganothis pilleriana Schiff.)  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.25- 0.35 30 (1-2)
ვაშლი ვაშლის ნაყოფჭამია (Carpocapsa pomonella l.) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.2 -0.3 50 (1-2)
მსხალი, ატამი ბუგრები, ატმის დიდი ბუგრი (Pterochlorides persicae Holodk.), ბურტყლა ბუგრი (Eriosoma lanigerumHausm.) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.3- 0.4 25 (3)
ხორბალი, ქერი ჭიჭინობელები, თრიფსები, მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps Put.), ჭია-წურბელა, რწყილები (Philotreta atra f., Ph.undulata Kutch., Ph.nigripes) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) - 15 (2)
სიმინდი სიმინდის ფარვანა (Pyrausta nubilalis Hb), ბამბის ხვატარი (Choridea obsoleta F.) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.15 -0.32 20 (2)
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.07-0.1 20 (2)
კიტრი, პომიდორი მღრღნელები, ხვატარები- შემოდგომის ნათესების ხვატარი (Scotia segetum Schiff.) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.12- 0.16 3 (2)
საზამთრო, ნესვი მღრღნელები, ხვატარები- შემოდგომის ნათესების ხვატარი (Scotia segetum Schiff.) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.32 20
რაფსი რაფსის ყვავილჭამია, რწყილები, ყვავილის მტვრის ხოჭო (Entomosceliss adonidis Pall),რწყილი (Eurydema oleracea) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.1-0.15 30 (2)
იონჯა (სათესლე ნათესები) იონჯას ფოთლის ცხვირგრძელა (Sphalidium maxillosum L.),იონჯის ბაღლინჯო (Adelphocoris lineolatus), იონჯის ბუგრი (Aphisfabae scop) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში (ბუტონიზაციის ფაზაში) 0.15- 0.2 40 (1)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.
შეფუთვა ფასი
1 ლ 25 ლ

მსგავსი პროდუქცია