საჰები

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

საჰები

ციპერმეტრინი 50 გ/ლ + ქლორპირიფოსი 500გ/ლ

პრეპარატული ფორმა

ემულსია კონცენტრატი

ღირებულება

40.00

აირჩიე: 1 ლ
აირჩიე:
- +
in stock ხელმისაწვდომია
კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, თავთავიანი კულტურები, ციტრუსი, თხილი, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, კიტრი, კომბოსტო, საზამთრო

დაავადება / მავნებელი

კოლორადოს ხოჭო, ფარიანები,ცრუფარიანები, კალიები

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

მაღალეფექტური კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი, საჰები,  მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა. პრეპარატი გამოიყენება ვაზის, ვაშლის, ატმის, ციტრუსის, მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულის, როგორც მწუწნი, ისე მღრღნელი მავნებლების წინააღმდეგ. საჰების ორმაგი პრეპარატული ფორმა (ციპერმეტრინი + ქლორპირიფოსი) წარმატებით გამოიყენება საკარანტინო მავნებლების, ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ. იგი ბაღის ლოფორთქინების (ლოკოკინების) და მინდვრის კალიების მტერია. საჰებით დამზადებული მისატყუებელი მასალა ანადგურებს მახრას, ანუ ბოსტანას.

მოქმედების მექანიზმი:

ქლორპირიფოსი თრგუნავს მწერებში აცეტილქოლინ ესთერაზასა და ქოლინ ესთერაზას აქტივობას, რაც იწვევს მავნებლის ნერვული სისტემის დამბლას, შემდეგ კი სიკვდილს. ხოლო ციპერმეტრინი - მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევს მის უკიდურეს აღგზნებას, რის შედეგადაც მავნებელი იღუპება. პრეპარატს შეუძლია ზრდასრულ მავნებლებში კვერცხის დადება და ლარვების კვების პროცესი დაბლოკოს.

პრეპარატს აქვს კონტაქტური ეფექტი უშუალო კავშირისას ინსექტიციდთან და ნაწლავური ეფექტი, თუ მავნებელი შეწამლული მცენარით იკვებება.

 პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • პორმაგი პრეპარატული ფორმა;
  • მაღალი საწყისი ეფექტურობა და ხანგრძლივი დაცვა;
  • არ იჭრება ფოთლებისა და ნაყოფის ქსოვილებში;
  • აქვს მოქმედების ფართო სპექტრი და გამოყენების დიდი დიაპაზონი;
  • ეფექტურია დაბალ და მაღალ ტემპერატურაზე;
  • კულტურებისათვის არ არის ფიტოტოქსიკური;
  • მცენარის მიერ მალე ხდება პრეპარატის შეწოვა;
  • ეფექტურად ანადგურებს მავნებლების რეზისტენტულ ფორმებს;
  • მოქმედებს მწერების სხვადასხვა სტადიაზე (კვერცხები, ლარვები, ზრდასრული მავნებლები);
  • აღსანიშნავია მისი ეფექტურობა პურის ბზუალას, ამერიკული პეპელას, ფაროსანას და კალიების წინააღმდეგ;
  • ეფექტურია მახრას, იგივე ბოსტანას წინააღმდეგ, მისატყუებლის დამზადების დროს;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • შესხურებისას ნათესების სამუშაო ხსნარით ერთგვაროვანი და სრული დაფარვა სავალდებულოა;
  • პრეპარატის შერევა შეიძლება ფუნგიციდებთან და ჰერბიციდებთან, გარდა ისეთი შემცველობის წამლებისა, რომლებსაც აქვთ ტუტე და  სპილენძის შემადგენლობა;
  • პრეპარატთან მუშაობისას საჭიროა უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • არ შეასხუროთ ყვავილობის ფაზაში (გამოყენება ყვავილობამდე შეზღუდული არ არის, რადგან პრეპარატი არ აღწევს ყვავილების ნექტარსა და მტვერში);
  • მიზანშეწონილია დამუშავების დაწყება მაშინ, როდესაც მავნებლების რაოდენობა გადააჭარბებს მავნებლობის ეკონომიკურ ზღვარს;
  • აუცილებელია შეწამვლის პროცესში გეცვათ შესაბამისი აღჭურვილობა;
  • სამუშაო ხსნარის მოცულობა უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ კარგად და მთლიანად დაიფაროს კულტურის (მთელი) ფოთლის ზედაპირი;

 

კულტურა მავნებელი ხარჯვის
ნორმა ლ/პა
ლოდინის
პერიოდი.
დღე
ხორბალი ჭია-წურბელა (Lema melanopus L), პურის ბზუალა (Zabrus tenebriodes elongates Men.) 0.75-1 30
ქერი მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps Put.), პურის ხოჭო (Anisoplia austriaca majorRett.) 0.5-0.75 30
შაქრის
ჭარხალი
ცხვირგრძელა, ჭარხლის ჩვეულებრივი ცხვირგრძელა (Bothynoderes punctiventris Germ.),
რწყილები, ჭარხლის რწყილი (Chaetocnema breviuscula Fald.
0.8-1.5 40
ვაშლი,
ატამი
ნაყოფჭამიები, ვაშლის ნაყოფჭამია (Carpocapsa pomonella L), ბუგრები, ვაშლის ბუგრი (Aphis pomi Deg.),ტკიპები, ხეხილის ბრტყელტანა ტკიპა (Cenopalpus pulcherCan. Et Fanz.), ხეხილის წითელი ტკიპა (Panonycus ulmi Koch.), კუნელის ტკიპა (Tetranycus vienensis Zacher.), ქლიავის აბლაბუდიანი ტკიპა (Schizotetranychus pruni Oud.), ხეხილის მურა ტკიპა (Bryobia redicorzevi Reck.), ფოთოლხვევიები, მრავალჭამიაფოთლიხვევია (Tortrix politiana Hw.), ჩრჩილები, ვაშლის ჩრჩილი (Hyponomentra malinellus Zell.), ვაშლის მენაღმე ჩრჩილი (Lyonetia clerckella L.), ატმის დიდი ბუგრი (Pterochlorides persicae Holodk.) 1-1.5 40
ციტრუსი ფარიანები, მიხაკისფერი ფარიანა (Chrysompalus dictyospermiMorg.), ნარინჯოვანთა ყვითელი ფარიანა (Aoniniella citrinaCoq.), იაპონური ჩხირისებრი ფარიანა (Lopholeucaspis japonica Ckll), ნარინჯოვანთა
მძიმისებრი ფარიანა (Lepidosphes beckii Newman), ნარინჯოვანთა ჩხირისებრი ფარიანა (Lepidosphes gloveri Pack.), ცრუფარიანები, ციტრუსოვანთა ღინღლიანი ბალიშა ცრუფარიანა (Chloropulvinaria
aurantiiCkll.), ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანა (Iceria purchasi Mask.), ციტრუსოვანთა ფქვილისებრი ცრუფარიანა (Pseudococcus gahani Green), რბილი ცრუფარინა (Coccus hesperidum L),
ციტრუსოვანთა ცვილისებრი ცრუფარიანა (Ceroplastes sinrnsis G.)
2.2-2.6 40
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო (Leptinotarsa decemlineata Say.),
მავთულა ჭია, მახრა (Gryllotalpa gryllotalp)
1 30
კომბოსტო კომბოსტოს თეთრულა (Pieris brassicae L.), ცხვირგრძელა, ჩრჩილი 0.8-1.5 30
ხახვი ხახვის ბუზი, ხახვის ჩრჩილი 0.75-1 30
პომიდორი კოლოფის ჭია (Heliothis obsoleta) 1-1.5 1-1.5
ვაზი ფარიანები, ცრუფარიანები, ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა (Planococus citri Risso.), ვაზის ბალიშა ცრუფარიანა (Pulvinariavitis L), იმერული ბალიშა ცრუფარიანა (Neopulvinaria imerertina Hud.),
ფოთლიხვევიები, ვაზის ფოთოლხვევია (Sparganothis pillerianaSchiff.), ყურძნის ჭია (Lobesia botrana Sch.)
1.5 40
არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების
სავარგულები
კალიები, აზიური ანუ გადამფრენი კალია (Locusta migratoria L),
იტალიური კალია ანუ პრუსი (Calliptanusitalicus L), ამიერკავკასიის იტალიური კალია (Caliptanus tenuicercis T.rb.), უდაბნოს იტალიური
კალია (Calliptanus barbarous cephalotes F.W.), მაროკოული კალია (Dociostraurusmarcoccanus Thnb.), ეგვიპტური კალია (Anacridium aegyptium L.)
0.5 40

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

 

შეფუთვა ფასი
1 ლ 40 ლ

მსგავსი პროდუქცია