აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

ეიბისი სუპერ

აბამექტინი 50 გ/ლ ეკ

ღირებულება

90.00

კულტურა

ვაზი, კურკოვანი კულტურები, ციტრუსი, თესლოვანი კულტურები, თხილი, კიტრი

დაავადება / მავნებელი

ბუგრები,ნაყოფჭამიები, ტკიპები, თრიფსები

ბრენდი

Agro Life Science Corporation ინდოეთი

გამოყენების ფართო სპექტრის მქონე ინსექტო-აკარიციდი, ეიბისი სუპერი, თავსებადია (ფიზიოლოგიურად ტუტე მოქმედების პესტიციდების გარდა) მცენარეთა დაცვის ნებისმიერ საშუალებასთან. პრეპარატი კულტურათა ფართო სპექტრის დასაცავად გამოიყენება, მათ შორის: ვაზის, ციტრუსის, შავი მოცხარის, ვაშლის, მსხლის, მაყვლის, ჟოლოს, მოცვის, ბოსტნეული კულტურების, სალათების, თხილის, მარწყვის, სოკოებისა და დეკორატიული მცენარეებისთვის.

მოქმედების მექანიზმი:

აბამექტინი არის ბიოლოგიური პესტიციდების (ანტიბიოტიკური პრეპარატები) აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში მავნე მწერებისა და ტკიპების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბამექტინი სწრაფად აღწევს მცენარის ფოთლებში შესხურებისას. გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ პრეპარატი მთლიანად ნაწილდება მცენარის ქსოვილში. ხოლო მავნებლები წყვეტენ აქტივობას ერთ დღეში, ხოლო სრული განადგურება ხდება 2-3 დღეში (ნერვული იმპულსების დათრგუნვისა და დამბლის შედეგად).

პრეპარატი აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ვაზის (ყურძნის თექის ტკიპები), სათბურის კიტრის (ობობის ტკიპა, თამბაქო და სათბურის თრიფსი), წიწაკის, ბადრიჯნის, პომიდვრის (ობობის ტკიპა), ვაშლის (ტკიპები, ვაშლის მწოვარი) მავნებლების წინააღმდეგ. პრეპარატის ნარჩენები, რომლებიც არ შეიღწევა ფოთლებში, რამდენიმე საათის შემდეგ ხდება არატოქსიკური.საშიშია თბილსისხლიანებისათვის (ფუტკრები). ის მიეკუთვნება ავერმექტინებს, რომლებსაც აქვთ მოქმედების ნეიროტოქსინის მექანიზმი. თუ ფოთოლზე დარჩა, რომელიმე ტკიპა/მწერი ის უკვე კარგავს მოქმედების უნარს. მიუხედავად იმისა არის თუ არა მავნებლის გავრცელების მაღალი საშიშროება, ეიბისი სუპერის გამოყენებისას რეზისტენტობა (შეგუება) გამორიცხულია.

პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:

  • ანადგურებს მავნებლებს ფოთლის როგორც ქვედა, ასევე ზედა ნაწილებზე;
  • შეწამვლიდან სამ დღეში შესაძლებელია მოსავლის აღება;
  • დაცვითი ხანგრძლივობა (3 კვირამდე);
  • რამდენიმე საათში აღწევს ქსოვილის შიგნით და წარმოქმნის რეზერვუარს, სადაც აკუმულირდება (გროვდება)  მოქმედი ნივთიერება;
  • სწრაფად აღწევს მცენარის ორგანიზმში;
  • არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე;
  • ის მიეკუთვნება ავერმექტინებს, რომლებსაც აქვთ მოქმედების ნეიროტოქსინური მექანიზმი;
  • გამოიყენება ღია და დახურულ გრუნტში;
  • ნიადაგში მოხვედრისას, პრეპარატი მალევე იშლება;
  • სწრაფად ხდება ტკიპებისა და სხვა მავნე მწერების პარალიზება;

 

პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:

  • პრეპარტის გამოყენებისას, უპირველესია მოხდეს თანაბარი და სწორი განაწილება (არ უნდა ჩამოდიოდეს მცენარიდან წვეთები);
  • უმჯობესია შეწამვლა მოხდეს დილით, ან საღამოს;
  • დამცავი მოქმედების პერიოდი 2/3 კვირა;
  • პრეპარატი ინახება 3 წლის განმავლობაში თვისებების შეუცვლელად;
  • შეინახეთ დახურულ კონტეინერებში, მშრალ და გრილ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება;
  • მოარიდეთ მზის შუქს;

 

კულტურა მავნებელი გამოყენების მეთოდი და პერიოდი ხარჯვის
ნორმა ლ/ჰა
ლოდინის
პერიოდი
გამოყენების ჯერადობა


ვაშლი,
მსხალი


ხეხილის წითელი ტკიპა (Panonycus ulmi)  ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (TeTranychus Urticae)

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე 7-14 დღიანი ინტერვალით.  0.2-0.3 3 (1-2)
3 (2)
2 (1)
ვაზი ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა (brevipalpus lewisi)
ვაზის გალებიანი (ქეჩიანი) ტკიპა (Eriphyes vitlis)
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე და შემდეგი მავნეობის ეკონომიური ზღვრის გათვალისწინებით შესხურება ვეგეტაციის პერიოდში H თაობის წინააღმდე 0.4-0.5 3 (3)
3 (3)
3 (1)
ციტრუსი ხეხილის ბუზი (bactrocera trioni),ვერცხლისფერი ტკიპა. შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების მავნეობის ეკონომიური ზღვრის გათვალისწინებით, პირველი კვერცხებიდან ტკიპების გამოჩენისთანავე 0.4-0.5 3 (1-2) 2 (1)
დეკორატიული მცენარეები, მათ შორის, ვარდები, ქრიზანთემები, მიხაკები და ოთახის მცენარეები. ყვავილების თრიფსები მენაღმე ჩრჩილები ბუგრები, ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (tetranychus urticae) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე, მეორე შესხურება 1 კვირის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში (3 დღე) 0.4-0.5 3 (3) 3 (-)
შავი მოცხარი ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე, მეორე შესხურება 1 კვირის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში (3 დღე) 0.4-0.5 3 (1-2) 2 (1)
მაყვალი, ჟოლო და მოცვი ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae)
ხეხილის ბუზი(Bactrocera trioni)
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე, 7-14 დღიანი ინტერვალით 0.4-0.5 3 (3) 3 (-)
გოგრა,ყაბაყი ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე, 7-14 დღიანი ინტერვალით 0.4-0.5 3(3) 2 (1)
ბოსტნეულის კულტურები,
 გარდა გოგრისებრთა, მათ შორის,
პომიდორი, წიწაკა, (ტკბილი და ცხარე), და ბადრიჯანი
ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae),
წითელი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus evansi) (ტკბილი და ცხარე), და ბადრიჯანი პომიდვრის, კარტოფილის ფსილა (Bactericera cockere),თამბაქოს მენაღმე ჩრჩილი (Potato moth)
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების
 გამოჩენისთანავე
და შემდეგი მავნეობის ეკონომიური ზღვრის გათვალისწინებით შესხურება ვეგეტაციის პერიოდში HI თაობის წინააღმდეგ
0.4-0.5 3 (1-2) 2 (1)
სალათა ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae), შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების
გამოჩენისთანავე, 7-14 დღიანი ინტერვალით
0.4-0.5 3 (1-2) 2 (1)
სოკოები წითელი წიწაკის ტკიპა (Siteroptes mesembrinae) სოკოს ჯუჯა (პატარა) ტკიპები ( Microdispus Lambl) ნიადაგის ნემატოდები ოჯახი Rhabditidae-დან შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების
 გამოჩენისთანავე
და შემდეგი მავნეობის ეკონომიური ზღვრის გათვალისწინებით შესხურება ვეგეტაციის პერიოდში HI თაობის წინააღმდეგ
0.4-0.5 3 (3) 3 (-)
მარწყვი ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა (Tetranychus urticae) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
 მავნებლების
გამოჩენისთანავე, 7-14 დღიანი ინტერვალით
0.4-0.5 3 (3) 3 (-)
თხილი თხილის კვირტი ტკიპა (Phytoptus avelanae), თხილის ტკიპა (Tetranycopsis hostiles) შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
 მავნებლების
გამოჩენისთანავე, 7-14 დღიანი ინტერვალით
0.4-0.5 3 (3) 3 (-)

გამოყენების ინსტრუქცია;

  • პესტიციდების არასწორმა გამოყენებამ ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას, ამიტომ უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა აუცილებელია;
  • თავდაპირველად, სპეციალისტის მიერ, უნდა შეფასდეს მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და ის მავნე ორგანიზმები, რომლებიც მცენარეებს აზიანებენ;
  • პესტიციდების გამოყენებამდე დეტალურად გაეცანით ანოტაციას;
  • პესტიციდის შეძენისას გაითვალისწინეთ მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმა და წამლობის ჯერადობა;
  • პესტიციდი შეიძინეთ მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიაში!
  • თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატი ,რომელსაც იძენთ ნამდვილად აპრობირებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებულია;

 

უსაფრთხოება;

  • პესტიციდის შეძენისას შეამოწმეთ ტარა, რომელშიც პრეპარატია მოთავსებული;
  • ჭურჭელი ჰერმეტულად დახურული უნდა იყოს და სახურავს დაუზიანებელი დამცავი რგოლი გააჩნდეს;
  • პესტიციდის ტარაზე მიკრული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებულია პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივტიერება და კონცენტრაცია, გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი.

 

არ შეიძინოთ პესტიციდი თუ!!!

  • ჭურჭელს არ გააცნია ეტიკეტი და დაზიანებულია საცობი;
  • არ იმყოფებით სპეციალიზებულ მაღაზიაში, რომლის პროდუქციაც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • არ იმყოფებით ისეთ მაღაზიაში, სადაც სპეციალისტი არ გაძლევთ პროფესიონალურ რჩევას ერთ სავეგეტაციო პერიოდში გამოსაყენებელი რაოდენობის პესტიციდების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ ნარჩენი რაოდენობის პესტიციდების შენახვის (დასაწყობების) აუცილებლობა;

 

დაუშვებელია:

  • ქიმიური წამლობის პროცესში სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მუშაობა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს თქვენს სხეულს;
  • რეზინის ხელთათმანის, ჩექმის, სათვალის, რესპირატორის გარეშე მუშაობა;
  • ქარიან ამინდში მცენარების შეწამლვა;
  • შუადღისას ქიმიური წამლობის ჩატარება - წამლობა უნდა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში;
  • ქიმიურ პრეპარატებთან შიშველი ხელებით მუშაობა და დაბინძურებული ხელით სიგარეტის მოწევა, ან საკვების/სასმლის მიღება;
  • პესტიციდების ტარის საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოყენება;
  • პესტიციდების ტარა უნდა დაიხვრიტოს და ღრმად ჩაიფლას, სპეციალიზებულ ამოცემენტებულ ორმოში.
  • ქაღალდის და მუყაოს შესაფუთი მასალა უნდა დაიწვას. არ შეისუნთქოთ წვისას გამოყოფილი ბოლი, ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის;

 

სამუშაოს დასრულების შემდგომ:

  • რეკომენდირებულია საპნით და წყლის ნაკადით დაბანა, შხაპის მიღება;
  • დაბინძურებული ტანსაცმლის გარეცხვა და ცალკე მოთავსება;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ გარეცხეთ შესაწამლი აპარატურა, ნარეცხი წყალი დამუშავებულ ნაკვეთში გახარჯეთ;

 

როგორ მოვიქცეთ პესტიციდით მოწამვლის შემთხვევაში

  • თუ დაზარალებულმა შეისუნთქა პესტიციდის ორთქლი, ექიმის მოსვლამდე მოაშორეთ სამუშაო ადგილს;
  • კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით, დამწვრობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
  • პრეპარატის თვალში მოხვედრისას აუცილებლად გამოირეცხეთ თვალი წყლის ჭავლით 10 წუთის განმავლობაში და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • პესტიციდის გადყლაპვის შემთხვევაში დაზარალებულმა ექიმის მოსვლამდე უნდა მიიღოს ჭიქა წყალი აქტივირებულ ნახშირთან ერთად;
  • როცა ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება დაუშვებელია პირღებინების პროვოცირება;
  • პესტიციდის ტარის ეტიკეტი გადაეცით ექიმს.

მსგავსი პროდუქცია