მთავარი | ფუნგიციდები | ლაიფსული

სულფური 800 გ/კგ
პრეპარატული ფორმა ღირებულება
ლაიფსული არის კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კულტურებში ნაცრის წინააღმდეგ. მას აქვს ასევე, დამატებითი მოქედება ტკიპებთან საბრძოლველად. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მიკრო სასუქს.
იგი, სრულიად უსაფრთხო პროდუქტია, რომელიც დაშვებილია ორგანულ (ბიო) მეურნეობებში გამოსაყენებლად.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი:
მისი გამოყენება ყველაზე ეფექტურია მცენარეზე დაავადების გამოვლენამდე, პრევენციის მიზნით, მცენარეზე მოხვედრისას ის არღვევს სოკოების მეტაბოლიზმს, რაც აჩერებს მათ გავრცელებას, ხოლო ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება მაშინ როცა მავნეობის სიმპტომები შესამჩნევი ხდება, გოგირდის გამოყენება არღვევს მავნებლის ენერგიის გამომუშავების უნარს და საბოლოოდ კალვს მას.
ლაიფსულის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება ფართო ტემპერატურულ დიაპაზონში, თუ ტემპერატურა აღწევს 32 გრადუსს და მეტს, ამიტომ მისი შესხურება უნდა მოხდეს მცენარეზე ვეგეტაციის დასაწყისში ან ბოლოს.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
წყალში ადვილად ხსნადია, არ წარმოქმნის მტვერს;
სწრაფი, ინტენსიური და ხანგრძლივი მოქმედება;
დამატებით აკარიციდული მოქმედება;
ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტია;
ეკონომიური და ხელსაყრელი;
უვნებელია სასარგებლო მწერებისთვის და ფუტკრებისთვის.
გამოყენების რეგლამენტი
კულტურა |
ხარჯვის ნორმა |
მოქმედების სპექტრი |
გამოყენების ვადები |
ლოდინის პერიოდი დამუშავების ჯერადობა |
ვაზი |
3-5კგ/ჰა |
ნაცარი |
ვეგეტაციის პერიოდი |
30(3) |
ვაშლი, ატამი, თხილი |
3-6 კგ/ჰა |
ფესვის სიდამპლე, ჩაწოლა ნაცარი, ჰელმინ-თოსპორიოზი, სეპტორიოზი, ფუზარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდი, ფოთლების სრულად გაშლის შემდეგ |
30 (3) |
კიტრი, პამიდორი |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი |
შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე |
20 (2-3) |
ვარდი, ყვავილები |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი, სხვადასხვა ლაქიანობები, ფუზარიოზი |
ვეგეტაციის პერიოდში |
30 (2-3) |
ყაბაყი |
2-3 კგ/ჰა |
ნაცარი, ფოთლის ლაქიანობები |
ვეგეტაციის პერიოდში |
30 (2-3) |
შეფუთვა | ფასი |
---|---|
5 კგ | 7 ლ |
1 კგ | 9 ლ |