როგორ მოვიყვანოთ კულტურა, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს?!

აღდგენა

ელ.ფოსტა

რეგისტრაცია

FacebookFacebook GoogleGoogle
ან ელ.ფოსტით

სახელი

გვარი

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ვებ-გვერდზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას

უკვე ხართ დარეგისტრირებული?

გამარჯობა

გთხოვთ შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები

ელ.ფოსტა

პაროლი

eye off
ან
FacebookFacebook GoogleGoogle

არ ხარ რეგისტრირებული? დარეგისტრირდი

დაგავიწყდა პაროლი? აღდგენა

აპრილი 15, 2022

როგორ მოვიყვანოთ კულტურა, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს?!

წიწაკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოჰყავთ. ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბუჩქბალახი და ბოსტნის ერთწლოვანი მცენარე, ამერიკიდან ევროპაში კოლუმბმა შემოიტანა. წიწაკა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კულტურაა.

წიწაკის რომელი ჯიშებია გავრცელებული საქართველოში?

წიწაკის მწარე და ტკბილ ჯიშებს განასხვავებენ, აქედან მწარეს საკმაზად, ხოლო ტკბილს საკონსერვო და კულინარიულ წარმოებაში იყენებენ. საქართველოში ქუთაისური და სხვა ადგილობრივი ჯიშები გვხვდება. განსაკუთრებული პოპულარობით ბოლო პერიოდში სარგებლობს ცხარე წიწაკა MEXTIZO RZ F1, ცხარე წიწაკა HABIB RZ F1, ტკბილი წიწაკა MERSISA RZ F1, ტკბილი წიწაკა DINAMICA RZ F1 , ტკბილი წიწაკა DINAMICA RZ F1 და სხვა.

წიწაკა- ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

წიწაკა მდიდარია B1, B2, C და P ვიტამინებით. ის შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, რკინას, გოგიტდს, ფოსფორს, აზოტოვან ნივთიერებებს და ქლორს. წიწაკის მოხმარება თრგუნავს კიბოს უჯრედებს და კურნავს წყლულებს და გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. C ვიტამინის შემცველობით წიწაკა უსწრებს ლიმონს, ერთი საშუალო ცხარე წიწაკა ერთი ადამიანის C ვიტამინის დღიურ დოზას. ცხარე წიწაკის სისტემატიური მიღება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ის კარგად ებრძვის ინფექციებს ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების, ანგინის, სინუსიტების, და ბრონქიტის დროს.

წიწაკის მოყვანის საიდუმლო რეცეპტი

წიწაკის თესლის დათესვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათესლე მასალის სწორად მომზადებას. თესლის დაკალიბრების შემდეგ, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად, თესლს 20-30 წუთის განმავლობაში, მაგნიუმმჟავა კალიუმის მუქ შინდისფერ ხსნარში წამლავენ.

შეწამვლის შემდეგ თესლს რეცხავენ და 304 დღის განმავლობაში მზეზე ათბობენ. აღმოცენებისა და ზრდის დაჩქარების მიზნით თესლს წყალში, ან მიკროელემენტების ხსნარში ალბობენ. ჩითილების გამოსაყვანი გრუნტის სისქეა 13-15 სმ, უმჯობესია გამოვიყვანოთ ერთჯერად ჭიქებში და სპეციალურ კასეტებში, ან ტორფნეშომპალიან კუბურებში.

მორწყვა რეკომენდირებულია ერთ-ორ დღეში გრუნტის შემთხვევაში, ხოლო კასეტების გამოყვანისას ყოველდღე დილით. პიკირების გარეშე ჩითილების გამოზრდას 45-50 დღე სჭირდება, ხოლო პიკირების შემთხვევაში 60 დღე. 

დაავადებები და მავნებლები-როგორ ვუშველოთ?

წიწაკის მავნებლებს შორის გამოიყოფა: აბლაბუდიანი ტკიპა , სათბურის და ბამბის ფრთათეთრა, სათბურის და თამბაქოს თრიფსი, კარტოფილის ფოთლის და ატმის მწვანე ბუგრი და სხვა. სოკოვანი დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია: ალტერნარიოზი , ანთრაქნოზი, ღეროს ფუძის სიდამპლე, ნაცრისფერი ობი, ნაცარი , ფუზარიოზული ჭკნობა.

დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების და ზიანის შესამცირებლად აუცილებელია შესაბამისი ქიმიური და ორანული წამლობა, რაც დაავადებების გავრცელების ინტენსივობასა და მავნებლების სახესხვაობაზეა დამოკიდებული.

აქამდე უცნობი ისტორია

წიწკა ჯერ კიდევ 7000 წლის წინ იყო ცნობილი და მას მაიას ტომის ინდიელები მარილის ნაცვლად მოიხმარენ. წიწაკის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. მცენარეს ადგილობრივი აბორიგენები ჯერ კიდევ მანამდე იყენებდნენ საკვებად, სანამ კონტინენტს ესპანელები და პორტუგალიელები დაიპყრობდნენ. ეგზოტიკური სახელწოდება ჩილი -ითარგმნება, როგორც წითელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქიმიკოს უილბურ სქოვილმა წიწაკის სიცხარის შესაფასებელი ცხრილი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რომელი წიწაკა იკავებს პირველ ადგილს სიცხარის მიხედვით. წიწაკა ყველა ქვენის პოპულარული სანელებელია და ბევრ ქვეყანაში მას დესერტებშიც კი მოიხმარენ.

 

 

  • გააზიარე

მსგავსი სიახლეები
გეგმიური წამლობები ციტრუსის უხვი მოსავლის მისაღებად

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან

იხილეთ ვრცლად
აპრილში ჩასატარებელი წამლობები თხილის კულტურაში

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს

იხილეთ ვრცლად
გარგარის მოვლა-მოყვანა

კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,

იხილეთ ვრცლად