როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და კვირტის ტკიპას?
საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის კონკრეტული მიმართულებები და კულტურები გამოიყოფა, რომელიც ნიადაგური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით ფერმერისთვის ყველაზე მომგებიანია. საბჭოთა პერიოდის შემდგომ საქართველოში აქტიურად დაიწყო კაკლოვანი კულტურების, განსაკუთრებით თხილის გაშენება, რასაც დასავლეთ საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში მსხვილი პლანტაციები გაშენდა და თხილმა ფერმერთა საოჯახო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს თხილის კულტურა საქართვლოში?
თხილის მავნებელთაგან საქართველოში ყველაზე მეტად აზიურ ფაროსანას და კვირტის ტკიპას უნდა ებრძოლოთ. კვიტის ტკიპა თხილს ყოველთვის აზიანებდა, თუმცა იმ პერიოდში თხილი მცირე რაოდენობით მოჰყავდათ და მიყენებული ზიანიც ლოკალური იყო. დღესდღეობით, სამრეწველო ნარგაობების გაშენების შედეგად საშიშროება გაიზარდა და პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა. თუ დაცვითი ღონისძიებები დროულად არ განხორციელდება ფერმერები აუნაზღაურებელი ზარალის წინაშე აღმოჩნდებიან. ჩამოთვლილი მავნებლები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც თხილის ნარგავებში სანაყოფე კვირტების 25-30% დაზიანებულია. მოსალოდნელია, რომ ვეგეტაციის პროცესი შენელდება და მოსავალი ამდენივე პროცენტით შემცირდება. მცენარის დაცვის პროგრამების შესრულების გარეშე 3-4 წელიწადში შესაძლოა მცენარე მთლიანად გახმეს.
როგორ ამოვიცნოთ მავნებლების სიმპტომები?
თხილის კვირტის ტკიპა სახლდება მცენარის კვირტებზე, რის შედეგადადც კვირტი ვეღარ ვითარდება და საერთოდ ვერ იშლება. ტკიპა მჩხვლეტავი ხელიცერებით აზიანებს გენერაციული მდედრობით და საფოთლე კვირტების ქსოვილის ზედაპირს. კვირტის შიდა მხრიდან წარმოიქმნება გალის მსგავსი ღუდუდოები, რომელიც თავდაპირველად ღია მწვანე ფერისაა, შემდეგ ყვითლდება და ბოლოს, გაზაფხულზე მარტისა და აპრილის პერიოდში მოყავისფრო, მოწითალო, შინდისფერს ღებულობს. საბოლოოდ დაზიანებული კვირტები დეფორმირდება და გაფურჩქნულ ყვავილს მოგვაგონებს. მათი ზომა საღთან შედარებით მოცულობით 4-5 ჯერ, ზოგჯერ 8-ჯერაც კი მატულობს. დაზიანებული კვირტები ნაყოფს ვეღარ ავითარებს, რის შედეგადაც მოსავლის დონე საგრძნობლად ეცემა. ზაფხულის დადგომისთანავე საყვავილე კვირტები ხმება, ცვივა და პერიფერიულ ნაწილებში ჩნდება გამხმარი ტოტები.
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და კვირტის ტკიპას?
აზიურმა ფაროსანამ 2016 წლიდან მეთხილეობის დარგს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მავნებელი თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო- სამეურნეო კულტურას აზიანებს. თხილის დაცვის სქემა ფერმერებს გაზაფხულზე სწორი წამლობის ჩატარებაში ეხმარება, რაც დაზიანებული კვირტების შეცლა/დაწვასთან ერთად ეფექტური პრეპარატების გამოყენებასაც გულისხმობს. მაგალითად: ყველაზე ხელსაყრელი პრეპარატები რეპროდუქციული კვირტების განვითარებისას (ურთიერთშეზრდილი მდედრობითი ბუტკოიანი თანაყვავილედით და გარეთ გამოყოფილი დინგებით) ინდოფილი და პროტექტია. ბრძოლის ქიმიური ღონისძიებების გატარებისას ეფექტური პრეპარატების შერჩევა უმნიშვნელოვანესია, რათა თხილის ხარისხიანმა და უხვმა მოსავალმა არ დააყოვნოს.
საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლადსაქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლადკურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად