როგორ გავაშენოთ კულტურა, რომელიც საექსპორტო მოცულობით ერთ-ერთი პირველია?

ატამი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გავრცელებული კულტურაა, რომელიც ხილის სხვა სახეობებს შორის მე-10 ადგილს იკავებს. საქართველოში ატმის კულტურა უძველესი დროიდანაა გავრცელებული. ნაყოფი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა, მდიდარია მინერალური ნივთიერებებით ნახშირწყლებით, ფერმენტებითა და ვიტამინებით. მსოფლიოში ატმის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია, შემდგომში აშშ, ესპანეთი და იტალია. საქართველოში ატმის კულტურა აქტიურად მოჰყავთ კახეთსა და შიდა ქართლში, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ატმის ბაღების უმრავლესობაა გაშენებული.
სად და როგორ დავიწყოთ ატმის გაშენება?
ჯიშების შესაბამისად ატამი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოშიც მოჰყავთ. კულტურას ადრეული ყვავილობა ახასიათენს და მისი გაშენება არ არის მიზანშეწონილი ისეთ რეგიონებში სადაც გაზაფხულზე წაყინვა ხშირია. ბაღში მცენარის განლაგების სწორი სისტემის შერჩევისას შესაძლებელია განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა მცენარემ კვების არემაქსიმალურად აითვისოს და შრომის ნაყოფიერება გაიზარდოს. ატმის დარგვა შემოდგომასა და გაზაფხულზეა რეკომენდირებული მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგების გამოყენებით. დარგვის დაწყებამდე სასურველია, რომ 50-60 სმ დიამეტრის და 30-40 სმ სიღრმის ორმო რამდენიმე დღით ადრე ამოვიღოთ, დარგვამდე ნერგი უნდა შემოწმდეს, შეეკვეცოს დაზიანებული ბოლოები და მიწით შევსების შემდგომ კარგად დაიტკეპნოს.
ატმის მოვლის რეკომენდაციები
ატმის მოვლის პროცესში სასუქების შეტანა რეკომენდირებულია შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის პერიოდში. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რომელთა შორის ატამს ყველაზე დიდ ზიანს აყენებს: ფოთლის სიხუჭუჭე და კლასტეროსპოროზი, ბუგრები, ნაყოფჭამია და ტკიპები. ფოთლის სიხუჭუჭის და კლასტეროსპორიოზის წინააღმდეგ ეფექტურია ბოდოტანის , პროტექტისა და ეიბისი სუპერის გამოყენება, ატმის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორი დაცვის სქემით იხელმძღვანელოთ, რათა გავრცელებულმა მავნებელ-დაავადებებმა მოსავლის შემცირება/დაზიანება არ გამოიწვიოს.
როგორ ავიღოთ მოსავალი სწორად?
ხილის კრეფა საპასუხისმგებლო პროცესია ატმის ბაღში, რადგან მოსავლის არასწორი აღებისას პროდუქციის ხარისხის დაქვეითება და მოსავლის დანაკარგები ხშირია. დანამული ხილის კრეფა მიზანშეწონილი არ არის, უმჯობესია მოსავალი აიღოტ მშრალ ამინდში, ან მაშინ როცა ნაყოფზე წვეთები აღარ შეინიშნება. ნაყოფის ტოტიდან ქვემოთ ჩამოგლეჯა დაუშვებელია. ხილი, რომლის მორეფაც მექანიკური დაზიანების გარეშე ხდება, მეტად ხანგრძლივად ინახება.

საქართველოში სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მეციტრუსეობა წარმოადგენს. ციტრუსოვანთა გვარიდან ჩვენთან
იხილეთ ვრცლად
საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან თხილი ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო საგანია. კაკლოვან კულტურებს შორის თხილს
იხილეთ ვრცლად
კურკოვნებს მრავალი საერთო ბიოლოგიური ნიშან-თვისება ახასიათებს. თითოეული მათგანი ხასიათდება: ერთნაირი წვნიანი ნაყოფებით, კვირტის გაღვიძებისა და ყლორტის წარმოქმნის მაღალი უნარით,
იხილეთ ვრცლად